ფერნანდო დურო, ხოსე მატერანი
Aa
Aa

„რთული მეტოქე გვყავდა, საქართველო ძლიერი გუნდია“ | რა თქვეს ვენესუელელებმა მატჩის შემდეგ

ვენესუელის საკალათბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ფერნანდო დურომ და ერთ-ერთმა ლიდერმა, ხოსე მატერანმა მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია გამართეს და საქართველოსთან დაპირისპირებაზე ისაუბრეს. მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრაში ვენესუელა 59:70 დამარცხდა და დურომ და მატერანმა საქართველოსთან გამართული მატჩი შეაფასეს.

„პირველ და მეორე მეოთხედში ვისროდით ბურთებს, რომლებიც არ უნდა გვესროლა. მეორე ტაიმში ვითარება გამოვასწორეთ, აგრესიული დაცვა ვითამაშეთ და ტყორცნებს ხელსაყრელი პოზიციებიდან ვახორციელებდით. შეტევაში კარგ გადაწყვეტილებებს ვიღებდით და მოხარული ვარ, პირველ მსოფლიო ჩემპიონატზე რომ ვითამაშე“, - განაცხადა მატერანმა.

„ველოდებოდით, რომ საწყის ნახევარში საქართველო შეცდომებს დაუშვებდა, მაგრამ ასე არ მოხდა. მეორე ტაიმში ვითარება შევცვალეთ და დავტოვეთ ისეთი გუნდის შთაბეჭდილება, როგორიც ვართ. წინ ორი შეხვედრა გველოდება, იაპონიასთან და ფინეთთან და იმედი გვაქვს, მივხვდებით, როგორ უნდა ვითამაშოთ.

რთული მეტოქე გვყავდა და ვსწავლობთ, ასეთი გუნდების წინააღმდეგ როგორ უნდა ვიასპარეზოთ. რომელი ორი გუნდი გავა მომდევნო ჯგუფიდან შემდეგ ეტაპზე, საქართველო, ავსტრალია, გერმანია თუ სლოვენია? ავსტრალიის, გერმანიისა და სლოვენიის ნაკრებების სახით, სამი უძლიერესი გუნდი გვყავს, მათ კი აღზევების პროცესში მყოფი საქართველო ემატება, რომელიც ასევე ძლიერია. თითოეული ნაკრების თამაშით სიამოვნებას ვიღებ და ყველას განსხვავებული სტილი აქვს, მაგრამ პროგნოზებზე არ მინდა საუბარი და მთელი ყურადღება ვენესუელის ნაკრებზე მაქვს გადატანილი“.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და სლოვენიის ნაკრებები მომდევნო ეტაპზე გადავიდნენ და გერმანიასთან და ავსტრალიასთან ერთად K ჯგუფს შექმნიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„თუ არ გინდა გაარკვიო საუკეთესო ვინაა, UFC-ში არ უნდა იყო“ | დენა უაითი მერაბზე
„თუ არ გინდა გაარკვიო საუკეთესო ვინაა, UFC-ში არ უნდა იყო“ | დენა უაითი მერაბზე