მიქაუტაძის გოლი და ტრადიციული აღნიშვნა - მეცმა სერენი დაამარცხა
ლიგა 1-ში აღზევებულმა „მეცმა“ ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო, გუნდთან ერთადაა ქართველი ფორვარდი გიორგი მიქაუტაძე, რომელმაც „სერენთან“ ამხანაგურ შეხვედრაში გოლი გაიტანა. პირველ ტაიმში არ უთამაშია, ლასლო ბოლონიმ ლიგა 2-ის გასული სეზონის საუკეთესო ბომბარდირი მეორე ტაიმში ათამაშა.
„მეცმა“ ეს მატჩი 2:1 მოიგო, მიქაუტაძის გოლი გამარჯვებისაა.
ამავე შეხვედრაში ქართველ ფორვარდს დუბლის შესრულება შეეძლო, თუმცა პენალტი ვერ გაიტანა, მეკარემ აუღო.
შეგახსენებთ, გიორგი მიქაუტაძე ორწლიანი იჯარით „სერენში“ თამაშობდა, ბელგიური კლუბი მისი გოლებით უმაღლეს ლიგაში აღზევდა, შემდეგ კი ელიტაში ადგილი შეინარჩუნა.
გასულ სეზონში მიქაუტაძე ფრანგულ კლუბში დაბრუნდა და „მეცთან“ ერთად ლიგა 1-ის საგზური მოიპოვა. ქართველმა ფორვარდმა გასულ სეზონში, ლიგა 2-ის 37 მატჩში 23 გოლი გაიტანა, 8 საგოლე პასი შეასრულა და გუნდს ლიგა 1-ში დაწინაურებაში დაეხმარა. სეზონის ბოლოს, ქართველმა შემტევმა ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოც მოიგო.