ილია თოფურია
Aa
Aa

50 000-იანი ბონუსი - თოფურია VS ემეტი საღამოს საუკეთესო ბრძოლად დასახელდა

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, ილია თოფურიამ ჯოშ ემეტს დომინანტურ სტილში აჯობა და UFC-ში მე-6 ბრძოლა მოიგო. კარიერაში კი ჯამში 14 ბრძოლა და ყველა გამარჯვება აქვს.

ცოტა ხნის წინ, UFC-ზე ABC 5-ზე საღამოს საუკეთესო ბრძოლა დაასახელეს, რომელთა მონაწილეებს ბონუსის სახით 50 000 დოლარი გადაეცათ. როგორც მოსალოდნელი იყო, საუკეთესოდ სწორედ თოფურია ემეტის დაპირისპირდება გამოცხადდა.

ასევე საუკეთესო წარმოდგენისთვის ბონუსები მიიღეს მეისი ბარბერმა (ამანდა რიბასი) და დევიდ ონამამ (გაბრიელ სანტოსი).

თოფურიას ვოლკანოვსკისთან საჩემპიონო ბრძოლა სურს

„ვფიქრობ, რომ ჩემი უნარების გამკლავება ოქტაგონზე არავის შეუძლია. ვფიქრობ, ამაში ყველა დამეთანხმება. ამ დივიზიონში ყველას დამარცხება შემიძლია. დღეს ჯოში ბევრს უძლებდა, მაგრამ საბოლოო ჯამში მე ის მარტივად დავამარცხე. თუ ვოლკანოვსკის პირველ ან მეორე რაუნდში ვერ დავამარცხებ, მასზე დომინირებას გავზრდი და ხუთ რაუნდში აუცილებლად მოვუგებ. ეს პრობლემა არ არის.

მე გპირდებით, რომ შემდეგი ჩემპიონი ვიქნები. ვოლკანოვსკის ეპოქის დასრულების შემდეგ, ქამარს მე დავისაკუთრებ. ვოლკანოვსკის და მთელს მსოფლიოს დავანახებ, რომ სულ მალე ჩემი ეპოქა დაიწყება“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“ამ დივიზიონში საუკეთესო ვარ“ - თოფურიას პრესკონფერენცია
“ამ დივიზიონში საუკეთესო ვარ“ - თოფურიას პრესკონფერენცია