„სასწაული ხარ ძმაო... ჩათვალე გოლი გავიტანე“ - რამოსი და თოფურია
ილია თოფურიამ ჯოშ ემეტი 5-რაუნდიან ბრძოლაში დამაჯერებლად დაამარცხა და საჩემპიონო ქამრისკენ სვლას განაგრძობს.
შეხვედრა ქართველი მებრძოლის დომინირებით მიმდინარეობდა და სრულიად დამსახურებული გამარჯვებაც მოიპოვა. ტრიბუნებიდან კი თოფურიას მხარეს მადრიდის „რეალისა“ და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა სერხიო რამოსი უჭერდა.
ბრძოლის შემდეგ, რამოსმა თოფურია მოინახულა და რამდენიმე ფრაზაც გაცვალეს:
რამოსი: „სასწაული ხარ ძმაო. N1 ხარ“.
თოფურია: „ჩათვალე, რომ გოლი გავიტანე, ასეთი შეგრძნება მაქვს“.
ბრძოლის შემდგომ ფოტოსესიაზე რამოსთან და თოფურიასთან ერთად მერაბ დვალიშვილიც იმყოფებოდა.
აქვე გეტყვით, რომ რაც თოფურიამ გააკეთა ეს MMA-ში (50:42-ით მოგებული ბრძოლა) დიდი იშვიათობაა და ESPN-ის მიხედვით, UFC-ში ეს მხოლოდ სამჯერ მომხდარა. 2021 წელს, მაქს ჰოლოუეისა და კელვინ კატარის დაპირისპირებისას ერთ-ერთმა მსაჯმა მაქსს 50:42 დაუფიქსირა. იგივე ფაქტი ვიხილეთ 2006 წელს, როცა რიჩ ფრანკლინმა დევიდ ლოისოს სძლია, პირველ შემთხვევას კი ადგილი შორეულ 2001 წელს ჰქონდა, როცა დევი მენმა გილ კასტილოს მოუგო.