„რა გამოსვლა იყო! ილია მხეცია“ - MMA-ის მებრძოლთა გამოხმაურება
UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, ილია თოფურიამ ფანტასტიკური გამარჯვება მოიპოვა. „ელ მატადორმა“ ჯოშ ემეტი დომინანტურ სტილში დაამარცხა და მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით იმარჯვა. ჩხუბის დასრულების შემდეგ, ილიას წარმატებას UFC-ის მებრძოლები გამოეხმაურნენ.
კოდი სტამანი (UFC-ის მებრძოლი) : „ვაუ, თოფურია ამ წონით დივიზიონში პრობლემაა“.
არიელ ჰელვანი (MMA-ის ცნობილი ჟურნალისტი): „ილია თოფურია ოფიციალურად მოვიდა! რა გამოსვლა იყო! მახსოვს, აბრაჰამ კავა 3-4 წლის წინ მეუბნებოდა, რომ ილია მალე ტიტულის პრეტენდენტი გახდებოდა. მართალი იყო და ახლა მისი კარიერის ახალ ეტაპზე ვიმყოფებით“.
ალან ჯუბანი (UFC-ის ყოფილი მებრძოლი): „ამ გამოსვლის შემდეგ, თოფურია UFC-ში ალბათ საუკეთესო მოკრივეა“.
ბო ნიკალი (UFC-ის მებრძოლი): „ილია თოფურია ნამდვილი მხეცია“.
გრეგორი როდრიგესი (UFC-ის მებრძოლი): „გიჟური მეხუთე რაუნდი! ეს ძალიან საშიშია“.
ალჯამეინ სტერლინგი: „ჯოშ ემეტის მებრძოლი სულის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება აღარასდროს უნდა მოხდეს! ილიას საჩვენებელი გამოსვლა აქვს“.
ბენ ასკრენი (UFC-ის ყოფილი მებრძოლი): „რა გამოსვლა ილია თოფურიასგან! ეს ბიჭი ძალიან მალე ქამრისთვის იჩხუბებს“.
ტიაგო მოიზესი (UFC-ის მებრძოლი): „მინდა, თოფურია vs ვოლკანოვსკი ვნახო“.
შეგახსენებთ, რომ ილიამ ხუთივე რაუნდი მოიგო და ერთსულოვანი გადაწყვეტილებით იმარჯვა. თუმცა აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთმა მსაჯმა პირველი რაუნდი ჯოშ ემეტს მისცა.