კარიმ ბენზემა
Aa
Aa

ბენზემა: „მინდოდა კარიერა რეალში დამესრულებინა, რთული გადაწყვეტილება მივიღე“

მადრიდის „რეალმა“ კარიმ ბენზემასთან გამოსამშვიდობებელი ცერემონია გამართა. კლუბის პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა და მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ ბენზემას მადლობა გადაუხადეს და სიტყვით ფრანგი თავდამსხმელიც გამოვიდა.

„რთულია საუბარი, როცა ამდენ ემოციას გრძნობ, მაგრამ მინდა, რეალსა და ჩემს თანაგუნდელებს მადლობა გადავუხადო. ამ კლუბს არასდროს დავივიწყებ და ძალიან გამიმართლა, რომ ავისრულე ბავშვობის ოცნება, რომელიც რეალში თამაშს უკავშირდებოდა. რეალი მსოფლიოში საუკეთესო კლუბია, მაგრამ ახლა ის დროა, აქედან წავიდე და სხვა ისტორია ვიპოვო.

მინდოდა, კარიერა რეალში დამესრულებინა, მაგრამ არის მომენტები, როცა ცხოვრება სხვა შანსს გაძლევს. ჩემს ოჯახთან ერთად რთული გადაწყვეტილება მივიღე და ეს კლუბი ჩემს მეხსიერებაში სამუდამოდ დარჩება. ჰალა მადრიდ!“.

ფაბრიციო რომანოს ცნობით, კარიმ ბენზემამ „ალ-იტიჰადთან“ ხელშეკრულებას ხელი მოაწერა. მხარეებმა ორწლიანი კონტრაქტი გააფორმეს, ხელშეკრულება 2+1 სისტემას ითვალისწინებს, ორწლიანი პერიოდის შემდეგ მხარეებს ხელშეკრულების გახანგრძლივება 1 წლით შეუძლიათ. ორი წლის განმავლობაში ბენზემა 200 მილიონ ევროს მიიღებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი | მამარდამ Plaza Deportiva-ს ჯილდო მიიღო
სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი | მამარდამ Plaza Deportiva-ს ჯილდო მიიღო