სუპერთასი 2025 | მატჩების თარიღები ცნობილია
სლავა მეტრეველის სახელობის საქართველოს სუპერთასის 2025 წლის გათამაშების ნახევარფინალური მატჩები 26 და 27 ივნისს შედგება.
გათამაშებაში საქართველოს სახელით ევროტურნირებზე გასული ოთხი გუნდი მონაწილეობს: მოქმედი ჩემპიონი „იბერია 1999“, დავით ყიფიანის სახელობის თასის მფლობელი „სპაერი“ და ეროვნული ლიგის 2024 წლის სეზონში მეორე და მესამე ადგილზე გასული გუნდები - ქუთაისის „ტორპედო“ და გორის „დილა“.
26 ივნისს, სუპერთასის ნახევარფინალში თბილისის „იბერია 1999“ გორის „დილას“ შეხვდება, ხოლო 27 ივნისს თბილისის „სპაერი“ - ქუთაისის „ტორპედოს“ უმასპინძლებს. ნახევარფინალში გამარჯვებულები ერთმანეთს ფინალში დაუპირისპირდებიან, ხოლო დამარცხებული გუნდები მესამე ადგილისთვის იბრძოლებენ.
26 ივნისი | იბერია 1999 - დილა | დავით პეტრიაშვილი არენა | 20:00
27 ივნისი | სპაერი - ტორპედო | დავით პეტრიაშვილი არენა | 20:00
მესამე ადგილისთვის მატჩი 1 ივლისს გაიმართება, ხოლო სუპერთასის ფინალური შეხვედრა 2 ივლისს შედგება.
gff.ge