საგოლე პასი და ბრწყინვალე გოლი | ზურიკოს 17 საგოლე მოქმედება სეზონში
საფრანგეთის ლიგა 2-ის 28-ე ტურში სენტ-ეტიენმა შინ ანესი 4:0 გაანადგურა. ამ გამარჯვების შემდეგ სენტ-ეტიენი 53 ქულით მეორე ადგილზეა, ლიდერ ტროას 4 ქულით ჩამორჩება. მომდევნო ტურში, 4 აპრილს სენტ-ეტიენის მეტოქე სტუმრად ნანსი იქნება.
გამარჯვებულთა სასტარტო შემადგენლობაში ზურიკო დავითაშვილმა შეუცვლელად ითამაშა. პირველი გოლი მის აქტიურობას მოჰყვა, მე-18 წუთზე ზურიკოს ჩაწოდებით პედრომ თავით შეაგდო.
პირველი ტაიმის მიწურულს გოლის გატანის 100-პროცენტიანი შანსი ვერ გამოიყენა. ცდილობდა მეკარისთვის ბურთი თავზე გადაეგდო, მაგრამ ტექნიკურად არაზუსტად შეასრულა.
მეორე ტაიმში ზურიკომ ბრწყინვალე გოლი გაიტანა, ჰაერიდან ცაციათი ერთი შეხებით დაარტყა და დაბალ კუთხეში შეაგდო. ამ გოლით ანგარიში 4:0 გახდა.
ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში ზურიკომ 24 მატჩში 12 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი შეასრულა. პლუს, ერთი მატჩი საფრანგეთის თასზე, ნიცას პენალტიდან შეუგდო. საერთო ჯამში, ამ სეზონში 25 შეხვედრაში 17 საგოლე მოქმედება დააგროვა.
ანესისთან გამარჯვების შემდეგ ზურიკო საქართველოში გაემგზავრება, ისრაელთან და ლიეტუვასთან ამხანაგური მატჩებისთვის ეროვნული ნაკრების შეკრებას შეუერთდება.