პეპ გუარდიოლა
Aa
Aa

„გადაწყვეტილება კულისებში მიიღეს, მსოფლიო დღეს ასე იქცევა“ - პეპი აფრიკის თასზე

პეპ გუარდიოლამ კომენტარი გააკეთა აფრიკის ფეხბურთის კონფედერაციის გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც აფრიკის თასის ფინალში მაროკოს გამარჯვება მიენიჭა, ხოლო სენეგალს ტექნიკური მარცხი - 0:3 ჩაეთვალა.

გადაწყვეტილება ეფუძნება ტურნირის რეგლამენტის 82-ე პუნქტს: სენეგალმა მოედანი მსაჯის ნებართვის გარეშე დატოვა, როცა მათ კარში სადავო პენალტი დაინიშნა. 84-ე პუნქტში კი ვკითხულობთ, რომ 82-ე პუნქტის დარღვევა ტექნიკურ წაგებას იწვევს.

„ეს გასაკვირია. მკაფიო მოსაზრება არ მაქვს, რადგან მიზეზის შესახებ ინფორმაციას არ ვფლობ. არაფერი წამიკითხავს და არც მინახავს. თუმცა, ეს გადაწყვეტილება კულუარებშია მიღებული. ჩვენ ვხედავთ, რა ხდება ყველგან. მსგავსი რამ ყოველთვის კულუარებში ხდება, ჩვენ ვერ ვხედავთ იმ პირების სახეებს, ვინც გადაწყვეტილებას იღებს.

ეს ბოლო დროს ხდება როგორც ფეხბურთში, ისე მთელ მსოფლიოში სხვა სფეროებშიც“,

– განაცხადა „მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა.

სენეგალის ფეხბურთის ფედერაცია ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს და აფრიკის ფეხბურთის კონფედერაციაში მაროკოს გავლენებზე საუბრობს. დიდი ალბათობით, საქმეს სპორტული საარბიტრაჟო სასამართლო (CAS) განიხილავს - გასაჩივრებისთვის სენეგალს 10 დღე აქვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები