ედუარდო კამავინგა, მადრიდის რეალი
Aa
Aa

კამავინგა: “ფეხბურთი უმადური სპორტია“

როგორც მოგეხსენებათ, ედუარდო კამავინგამ მიუნხენის ბაიერნთან წითელი ბარათი მიიღო და სამეფო კლუბი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში დამარცხდა.

გულშემატკივრების უმეტესობამ წაგება ფრანგ ნახევარმცველს დააბრალა. დღევანდელ დღემდე, კამავინგა დუმდა, ხოლო დღეს მან დუმილი ესპანურ მედიასთან დაარღვია.

კამავინგა:

„წითელი ბარათი? ცუდი მოგონებაა. ვფიქრობ, ეს იყო შემთხვევითი ინციდენტი, რომელსაც საერთოდ არ ველოდი. რა თქმა უნდა, მომხდარმა ჩემზე იმოქმედა, მაგრამ ეს ფეხბურთელის ცხოვრების ნაწილია.

ყველაფერი გამოვრთე. არ ვიტყუები, როცა ვამბობ, რომ რაც მოხდა, ამის შემდეგ ყველაფერი გავთიშე. რაც არ უნდა ეთქვათ ჩემზე, აღარ მიმაჩნდა საჭიროდ ამის ყურება. მგონია, ცხოვრება უკეთესია სოციალური ქსელების გარეშე. ფეხბურთი უმადური სპორტია — შეიძლება ათი კარგი თამაში ჩაატარო, მაგრამ ხალხს მხოლოდ ერთი ცუდი მატჩი ახსოვს, სადაც შეცდომა დაუშვი.

თანაგუნდელები გასახდელში მაშინვე მოვიდნენ ჩემთან, რომ მხარი დაეჭირათ. მითხრეს, რომ ჩემი ბრალი არ იყო და ეს მსაჯის შეცდომა იყო. მეც მივიღე, როგორც შეცდომა. მეორე დღესაც კი კლუბიდან მომწერეს, რომ ეს ჩემი ბრალი არ ყოფილა.“

შეგახსენებთ, რომ მადრიდის რეალი მიუნხენის ბაიერნს 89-ე წუთამდე 3:2 ამარცხებდა. 86-ე წუთზე მოედანიდან კამავინგა გააძევეს და ზუსტად სამ წუთში ლუის დიასმა გაათანაბრა, ხოლო შემდეგ ოლისემ გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ელ კლასიკოში ითამაშებს - კურტუა გამოჯანმრთელდა
ელ კლასიკოში ითამაშებს - კურტუა გამოჯანმრთელდა