კომპანი: „არსებობს განცდა, რომ ერთად შემდეგ ნაბიჯებს გადავდგამთ“
ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის განმეორებით მატჩში ბაიერნი პარი სენ ჟერმენს უმასპინძლებს. მატჩის წინ, რეკორდმაისტერის მთავარმა მწვრთნელმა ვენსან კომპანიმ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
კომპანი:
„არსებობს განცდა, რომ ერთად შემდეგ ნაბიჯებს გადავდგამთ. „სეზონის დასაწყისში ცოტას სჯეროდა, რომ ბოლო საშინაო მატჩში ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლის შანსი გვექნებოდა. ახლა აქ ვართ, გამოვიარეთ შესანიშნავი მომენტები და გულშემატკივრებს სჯერათ, რომ ამას შევძლებთ. ერთად გვინდა ეს მომენტი დაუვიწყარი გავხადოთ.
ახლა სრული სიმშვიდეა, შინაგანი სიმშვიდე. არა მხოლოდ ამ მატჩის წინ — ვცდილობ, რომ თამაშის მნიშვნელობამ ძალიან ადრე არ იმოქმედოს ჩემზე. გვინდა, რომ მატჩი მოვიგოთ. გვაქვს იდეები და მათი მკაფიოდ გვჯერა. ყველაზე მნიშვნელოვანი თამაშის მოგებაა — ეს არის პრიორიტეტი.
არ ვიცი რამდენად იქნება ისეთი მატჩი, როგორიც პირველი იყო. ეს ორივე გუნდზეა დამოკიდებული. თუ რომელიმე უკან დახევას გადაწყვეტს, შესაძლოა მეტი სიმშვიდე იპოვოს. რთულად წარმოსადგენია, რომ პსჟ უკან დაიხევს.“
შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების პირველი დაპირისპირება პარიზულმა გრანდმა 5:4 მოიგო, ხოლო კვარაცხელიამ დუბლი შეასრულა. ბაიერნის და პსჟ-ს განმეორებითი მატჩი 6 მაისით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.