ლუის ენრიკე, უორენ ზაირ-ემერი
Aa
Aa

ერთი ბურთით წინ ვართ, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს | ენრიკე ბაიერნთან მატჩის წინ

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის საპასუხო მატჩში მიუნხენის ბაიერნი ალიანც არენაზე პსჟ-ს უმასპინძლებს. პარიზული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა.

ლუის ენრიკე: „მუდმივად ვცდილობთ განვითარებას. თუ ლუის ენრიკესა და კომპანის პსჟ - ბაიერნის დაპირისპირებებს გავიხსენებთ, 5:4-ის გარდა, სხვა შედეგები ნორმალური იყო. ჩვენ ყველა მატჩის მოგებას ვცდილობთ და ხვალაც ჩვენი მიზანი გამარჯვებაა. ეს გამოწვევაა, თუმცა ამ სეზონში გასვლით მატჩებში ჩვენი გამოსვლით კმაყოფილები ვართ.

პსჟ-ს არცერთი ფეხბურთელი თუ გულშემატკივარი არ შეწყვეტს ბრძოლას ან სიმღერას. ახლა სწორედ ის მომენტია, როცა კიდევ უფრო მეტი უნდა გავიღოთ ფინალში მეორედ გასასვლელად. მნიშვნელოვანია ვაჩვენოთ და თავადაც ვიცოდეთ, რატომ ვართ აქ.

როდესაც ასეთ მატჩს თამაშობ მეტოქესთან, რომელიც, ეჭვგარეშეა, ყველაზე ძლიერი გუნდია მათ შორის, ვისაც კი ოდესმე დავუპირისპირდით, პირველ რიგში იმის თქმა მინდა, რომ ერთი ბურთით წინ ვართ, თუმცა ფეხბურთში ეს არაფერს ნიშნავს. შარშანდელი გამოცდილება უკვე გვაქვს. მუდმივად ვცდილობთ, ჩვენი გულშემატკივრების იმედები გავამართლოთ.

ხვალ მიუნხენში ვგეგმავთ ვითამაშოთ ისე, რომ იმაზე კონკურენტუნარიანები ვიყოთ, ვიდრე ოდესმე. რაფა ნადალმა ერთხელ თქვა, რომ კარიერის გარკვეულ ეტაპზე ფედერერთან და ჯოკოვიჩთან დაპირისპირება მისთვის მოტივაციის წყარო გახდა. ჩვენც სწორედ ეს გვსურს; პატივს ვცემთ ბაიერნს, მაგრამ ეს პატივისცემა უკეთესობისკენ გვიბიძგებს. ხვალ ვეცდებით, დავამარცხოთ გუნდი, რომელიც სენსაციურად თამაშობს“.

მარჯვენა მცველის პოზიციაზე უორენ ზაირ-ემერი ითამაშებს, ტრავმირებულ ჰაკიმს შეცვლის.

ზაირ-ემერი: „ვეცდებით ჩვენი თამაში მოვახვიოთ თავს, ვაპრესინგოთ ისე, როგორც ამას ყოველ მატჩში ვაკეთებთ და მაქსიმალურად ბევრი ბურთი ჩავჭრათ. ეს გუნდი შეტევისთვისაა შექმნილი და ხვალაც სწორედ ამის გაკეთებას ვაპირებთ.  ლუის დიასის წინააღმდეგ მაქსიმუმს გავაკეთებ. პირველ მატჩში დაცვაში კარგი თამაში ვაჩვენეთ, თუმცა მაინც 4 გოლი გავუშვით. ხვალ მზად ვიქნებით. რაც შეეხება ლუის დიასს, მის წინააღმდეგ მაქსიმუმს გავიღებ“.

პსჟ-მ შინ ბაიერნი 5:4 დაამარცხა (იხილეთ).

საპასუხო მატჩი ხვალ, 6 მაისს ალიანც არენაზე 23:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბრძოლა სასტუმროსთვის | ბაიერნმა პარი სენ-ჟერმენი Infinity Hotel-ში არ შეუშვა
ბრძოლა სასტუმროსთვის | ბაიერნმა პარი სენ-ჟერმენი Infinity Hotel-ში არ შეუშვა