„რამდენიმე შესანიშნავი მოგერიება შემოგვთავაზა“ - ბრიტანული პრესა მამარდაზე
პრემიერლიგის 31-ე ტურში გიორგი მამარდაშვილის „ლივერპული“ სტუმრად „ბრაიტონთან“ დამარცხდა - დენი უელბეკის დუბლს „წითლებმა“ მხოლოდ მილოშ კერკეზის ზუსტი დარტყმით უპასუხეს.
მატჩის შემდეგ ბრიტანული პრესა მამარდაშვილის თამაშს ასე გამოეხმაურა:
Goal.com: დაკარგა ბურთი შეტევის წამოწყებისას, რასაც უელბეკის გოლი მოჰყვა. უელბეკის მეორე გოლისას მცველები არ დაეხმარნენ. ჰქონდა რამდენიმე კარგი მოგერიება, თუმცა ფეხით მეკარის ასეთი თამაში „ლივერპულს“ ძვირი დაუჯდება.
Daily Star: მოულოდნელად აღმოჩნდა ძირითადში, მაგრამ თავი კარგად წარმოაჩინა და რამდენიმე მნიშვნელოვანი მოგერიება ქჰონდა. როგორც ჩანს, „წითლებმა“ საიმედო სათადარიგო მეკარე იპოვეს. რომ არა მამარდაშვილის კარგი თამაში, მატჩის ბედს „ბრაიტონი“ უფრო ადრე გადაწყვეტდა.
Sports Illustrated: ტრავმირებული ალისონი შეცვალა და რამდენჯერმე კარგი რეაქცია აჩვენა, თუმცა ფეხით თამაშის ეპიზოდებში საერთოდ არ იყო დამაჯერებელი.
Liverpool.com: ალისონის ტრავმის შედეგად მორიგი შანსი მიიღო, პასებისას ცდებოდა, გამოსვლებზეც რამდენიმე შემთხვევაში უფრო დამაჯერებლად უნდა ეთამაშა, მაგრამ ასევე რამდენიმე კარგი მოგერიება ჰქონდა.
This is Anfield: მატჩის დასაწყისში რამდენიმე შეცდომა ჰქონდა, ერთ-ერთ ასეთ არაზუსტ პასს უელბეკის პირველი გოლი მოჰყვა. მნიშვნელოვანი მოგერიება ჰქონდა იაკუბა მინტეს დარტყმის შემდეგ პირველი ტაიმის მიწურულს. მეორე ტაიმში უკეთესად გამოიყურებოდა და რამდენიმე შესანიშნავი მოგერიება შემოგვთავაზა.
Rousing the Kop: ალისონის ტრავმამ მამარდაშვილს „ბრაიტონთან“ თავის წარმოჩენის შესაძლებლობამ მისცა. გიორგის გარკვეული ბრალი მიუძღვის უელბეკის პირველ გოლში, თუმცა აუცილებლად აღსანიშნავია რამდენიმე კარგი მოგერიებაც.
ამ მარცხის შემდეგ, „ლივერპულს“ სატურნირო ცხრილში 49 ქულით მე-5 ადგილზე იმყოფება და ჩამოქვეითება ემუქრება. „ლივერპული“ მომდევნო შეხვედრას 4 აპრილს FA Cup-ის 1/4-ფინალში „მანჩესტერ სიტის“ წინააღმდეგ გამართავს.