ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„2020 წელს უკვე ფენომენი იყო“ | ძაკარდომ კვარას ტრანსფერი გაიხსენა

კრისტიან ძაკარდომ ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიში“ ტრანსფერი გაიხსენა. ძაკარდომ ქართველ ფეხბურთელზე გადაცემაში Sky Calcio Unplugged-ში ისაუბრა და აღნიშნა, რომ „კვარა“ 2020 წელს უკვე ფენომენი იყო.

„ხვიჩა კვარაცხელია 2020 წელს აღმოვაჩინე. ქართველი მეგობრები მყავს, რომლებმაც რამდენიმე ფეხბურთელი იპოვეს და მათი სახელები ჩემთან საუბარში ახსენეს. 5 თუ 6 ქართველი მოთამაშიდან ერთ-ერთი კვარაცხელია იყო. ხვიჩა მაშინ უკვე ფენომენი გახლდათ, ძალიან მაღალი ხარისხი ჰქონდა.

ინფორმაცია მოვიძიე და 2021 წელს მოსკოვში მის აგენტს შევხვდი. კვარასაც შევხვდი და შემდეგ ის „ნაპოლის“ ვურჩიე, რასაც ტრანსფერი მოჰყვა. ხვიჩა ნეაპოლში ჩავიდა და „პარტენოპეის“ სკუდეტოს მოგებაში დაეხმარა. „ნაპოლის“ წყალობით, ის შესანიშნავ ფეხბურთელად ჩამოყალიბდა და ახლა „პარი სენ-ჟერმენში“ ასპარეზობს. „ნაპოლიმ“ დიდი ფული იშოვა, ხვიჩამ კი ჩემპიონთა ლიგა მოიგო და ყველა ბედნიერია.“

სხვათა შორის, ძაკარდომ ხვიჩას ძმაზე, თორნიკე კვარაცხელიაზეც ისაუბრა. იტალიელმა მენეჯერმა და სკაუტმა აღნიშნა, რომ თორნიკე კარგი დრიბლინგითა და დარტყმით გამოირჩევა და ძმის მსგავსი მოძრაობები აქვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მომაჯადოებელი ფორვარდია“ | The Athletic-ის ჟურნალისტმა კვარაცხელია გამოარჩია
„მომაჯადოებელი ფორვარდია“ | The Athletic-ის ჟურნალისტმა კვარაცხელია გამოარჩია