ატლეტიკო, დიეგო სიმეონე, მადრიდის რეალი
Aa
Aa

“ასეთი თამაშები განსაკუთრებულია“ - სიმეონე რეალთან მატჩის წინ

ლა ლიგის მორიგ ტურში ცენტრალური დაპირისპირებაა. მადრიდის რეალი მადრიდის ატლეტიკოს უმასპინძლებს.

მატჩის წინ, როხიბლანკოს მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ ჟურნალისტებთან სხვადასხვა საკითხებზე ისაუბრა.

მუსო (ხუანზე):

„ხუანი ძალიან კარგად მუშაობს მას შემდეგ, რაც გუნდში მოვიდა. არა მხოლოდ მოედანზე, არამედ გასახდელშიც. მისით ძალიან კმაყოფილები ვართ.“

დერბიზე:

„ეს მნიშვნელოვანი მატჩია იმ ქალაქური მეტოქეობის გამო, სადაც ორივე გუნდი თამაშობს. ვიცით, რომ გულშემატკივრებისთვის ასეთი თამაშები განსაკუთრებულია.“

ემოციურ და სპორტულ წნეხზე:

„ეს შეხვედრა დიდ ემოციასა და ენთუზიაზმთან არის დაკავშირებული. ვცდილობთ, თამაში იმ მიმართულებით წავიყვანოთ, სადაც მეტოქეს ზიანი მივაყენებთ.“

კალენდარზე:

„რა თქმა უნდა, ამას ვითვალისწინებთ, თუმცა ეს ჩვენი მთავარი საზრუნავი არ არის. ვეცდებით, სიტუაცია მაქსიმალურად სწორად ვმართოთ როგორც გუნდისთვის, ისე კლუბისთვის.“

არბელოაზე:

„ის შესანიშნავ საქმეს აკეთებს — ამას შედეგებიც ადასტურებს. ფეხბურთელებთან განსაკუთრებული კავშირი აქვს. საკუთარი შესაძლებლობების გარდა, მათთან ძლიერი ურთიერთობის შექმნაც მოახერხა.“

რეალზე

„თქვენ უფრო ხშირად აკვირდებით მათ, ვიდრე ჩვენ. ბოლო დღეებში ვუყურებთ, რათა უკეთ მოვემზადოთ. სისტემა იგივეა, ფეხბურთელებიც — მაგრამ გუნდური თამაში ძალიან მაღალი დონის აქვთ, როგორც „სიტისა“ და „ბენფიკასთან“ მატჩებში ვნახეთ.“

როტაციაზე:

„ჯერ არ ვიცი. ვფიქრობთ, როგორ დავალაგოთ გუნდი. როტაციასაც გავაგრძელებთ. ყველა ფეხბურთელს თამაში უნდა და არჩევანს საკმაოდ მიძნელებენ.“

ხულიან ალვარესზე:

„ის ადამიანია და ყველას მსგავსად აქვს აღმავლობაც და ჩავარდნაც. რაც ბოლო მატჩებში ვნახეთ, მისგან ადრეც გვინახავს. ამიტომ, როცა ფორმა დაეცა, მისგან უფრო მეტს ვითხოვდით. ეს არ არის სწორი ხაზი — არის აღმართები და დაღმართები... და როცა ასეთი მომენტი მოდის, ვიცით, როგორ უნდა მოვიქცეთ.“

შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების პირველი წრის დაპირისპირება ატლეტიკომ 5:2 მოიგო. რეალისა და ატლეტიკოს მორიგი დაპირისპირება 22 მარტით თარიღდება და თბილისის დროით 23:55-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები