მამარდას 4 მოგერიება - ლივერპული ბრაიტონთან დამარცხდა
ინგლისის პრემიერლიგის 31-ე ტურში „ლივერპული“ „ბრაიტონს“ ესტუმრა და დაძაბულ ბრძოლაში 1:2 დამარცხდა.
„მერსისაიდელთათვის“ ამ შეხვედრას სატურნირო ცხრილის მხრივ დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან ჩემპიონთა ლიგის ზონისთვის გადამწყვეტი ბრძოლა მიმდინარეობს.
შეხვედრაში ანგარიში დენი უელბეკმა გახსნა, რომელმაც დუბლი გაიფორმა და მატჩის გმირიც გახდა. „მერსისაიდელებმა“ მხოლოდ მილოს კერკეზის გოლით უპასუხეს.
გიორგი მამარდაშვილი ალისონის ტრავმის შემდეგ სასტარტოში იმყოფებოდა. უნდა აღინიშნოს, რომ ორივე გაშვებული გოლის დროს დაცვა უხეშად ჩავარდა და ქართველმა მეკარემაც რეაგირება ვერც ერთ მომენტზე მოახდინა. ისე კი 4 „სეივი“ ჰქონდა და რთული დარტყმების მოგერიება შეძლო, რამაც გუნდს თამაშის გადასარჩენად ბრძოლის შანსი დაუტოვა, მაგრამ სამწუხაროდ არნე სლოტის გუნდმა ეს ვერ შეძლო.
ამ მარცხის შემდეგ, „ლივერპულს“ სატურნირო ცხრილში 49 ქულით მე-5 ადგილზე იმყოფება და ჩამოქვეითება ემუქრება.
„ლივერპული“ მომდევნო შეხვედრას 4 აპრილს FA Cup-ის 1/4-ფინალში „მანჩესტერ სიტის“ წინააღმდეგ გამართავს.