გიორგი გულიაშვილი
Aa
Aa

თავით გატანა შეეძლო | გულიაშვილის რასინგის მოულოდნელი მარცხი

ლა ლიგა 2-ის 31-ე ტურში ლიდერი სანტანდერის რასინგი შინ ალბასეტესთან 0:4 განადგურდა. მარცხის მიუხედავად რასინგი პირველზეა და მეორეადგილოსან ალმერიას 4 ქულით უსწრებს. მომდევნო ტურში, 29 მარტს რასინგი სარაგოსას ესტუმრება, თუმცა ამ მატჩს გულიაშვილი გამოტოვებს, ეროვნული ნაკრების შეკრებაზე იქნება.

მატჩის საწყის ექვს წუთში რასინგმა 2 გოლი გაუშვა, ალბასეტესთვის ხეფტე ბეტანკორმა და ანტონიო პუერტასმა გაიტანეს. 34-ე წუთზე რასინგი 10 ფეხბურთელით დარჩა, პეიო კანალესმა წითელი ბარათი მიიღო. გულიაშვილმა აღნიშნული ეპიზოდის გამო მსაჯთან  იკამათა და ყვითელი ბარათი მიიღო.

რასინგის სასტარტო შემადგენლობაში გულიაშვილმა ითამაშა. მეორე ტაიმში გოლის გატანასთან ახლოს იყო, თავით დაარტყა და მცირე მანძილით ააცილა. ბურთთან 16 შეხება ჰქონდა, 9 პასი შეასრულა, ყველა ზუსტი იყო. ბურთი მხოლოდ 4-ჯერ დაკარგა და მაქსიმალური სისწრაფე იყო.

მე-60 წუთზე, როცა ანგარიში 0:2 იყო, რასინგმა სამი ცვლილება განახორციელა, მათ შორის ქართველი ფორვარდი იყო.

ლა ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში გულიაშვილმა მე-9 მატჩში მიიღო მონაწილეობა, მოედანზე 575 წუთი გაატარა, მის აქტივში 2 გოლი და 1 საგოლე პასია. სამივე საგოლე მოქმედება ერთ მატჩში დააფიქსირა, როცა კასტელონი სტუმრად დაამარცხეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მომაჯადოებელი ფორვარდია“ | The Athletic-ის ჟურნალისტმა კვარაცხელია გამოარჩია
„მომაჯადოებელი ფორვარდია“ | The Athletic-ის ჟურნალისტმა კვარაცხელია გამოარჩია