ენცო ფერნანდესი, ენცო მარესკა, ლიამ როსენიორი
Aa
Aa

ენცო ფერნანდესი: მარესკას მკაფიო ხედვები ჰქონდა, მისმა წასვლამ ჩვენზე იმოქმედა

„ჩელსის“ ნახევარმცველმა ენცო ფერნანდესმა განაცხადა, რომ გუნდის ფეხბურთელებმა ენცო მარესკას დათხოვნის მიზეზი ვერ გაიგეს, რაც მათზე ცუდად აისახა.

იტალიელი სპეციალისტი ლონდონური კლუბიდან იანვარში დაითხოვეს. მისი ადგილი ლიამ როსენიორმა დაიკავა.

„მეც ვერ გავიგე ეს გადაწყვეტილება. ზოგჯერ ხდება ისეთი რამ, რაც ჩვენ, ფეხბურთელებს, არ გვესმის - კერძოდ ის, თუ როგორ ცდილობს კლუბი სიტუაციის მართვას.

რა თქმა უნდა, მწვრთნელის გაშვება ჩვენთვის მძიმე დარტყმა იყო, რადგან საკუთარი იდენტობა გვქონდა ჩამოყალიბებული.

მას ყოველთვის ჰქონდა ძალიან გასაგები სათამაშო მოდელი - როგორც ვარჯიშებზე, ისე მატჩების დროს. მისმა გადადგომამ ჩვენზე ძალიან ცუდად იმოქმედა, განსაკუთრებით შუა სეზონში“,

- განაცხადა ენცო ფერნანდესმა TUDN-თან ინტერვიუში.

ენცოს ეს განცხადება აშკარად მიუთითებს იმაზე, რომ ამჟამად „ჩელსის“ შიდასამზარეულოში ყველაფერი რიგზე ვერ არის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები