გიორგი ჩაკვეტაძე, უოტფორდი, საბა გოგლიჩიძე
Aa
Aa

უოტფორდი ლესტერს დაუზავდა | ჩაკვეტაძე 65-ე წუთზე შეცვალეს

ინგლისის ჩემპიონშიფის 39-ე ტურში გიორგი ჩაკვეტაძისა და საბა გოგლიჩიძის „უოტფორდმა“ „ვიკარეიჯ როუდზე“ „ლესტერს“ უმასპინძლა და ფრეს დასჯერდა (0:0)

როგორც ცნობილია, საბა გოგლიჩიძე ტრავმირებულია და საქართველოს ნაკრების უახლოეს მატჩებსაც გამოტოვებს, გიორგი ჩაკვეტაძე კი „კრაზანების“ ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინა.

41-ე წუთზე „მელიებს“ ანგარიშის გახსნის შესანიშნავი შესაძლებლობა ჰქონდათ, თუმცა ეგილ სელვიკმა პატსონ დაკას პენალტი მოიგერია და პირველ ტაიმში უგოლო ფრე დაფიქსირდა. მეორე ტაიმში გუნდებს არაერთი საგოლე მომენტი ჰქონდათ, თუმცა მეკარეები დამაჯერებლად მოქმედებდნენ.

ჩაკვეტაძემ მოედანი 65-ე წუთზე დატოვა. Sofascore-მა გიორგის თამაში 6.7 ქულით შეაფასა, მისი სტატისტიკა კი ასეთი იყო: 50 შეხება ბურთთან, 4-დან 1 ზუსტი ჩაწოდება, 32-დან 28 ზუსტი პასი (88%), 1 ზუსტი გრძელი პასი, 1 წარუმატებელი დრიბლინგი, 9-დან 4 მოგებული ორთაბრძოლა და 2-დან 1 მოგებული საჰაერო ორთაბრძოლა.

ჩაკვეტაძის გამორჩეული მომენტები

39 ტურის შემდეგ „უოტფორდი“ 56 ქულით სატურნირო ცხრილის მე-9 ადგილზეა. მომდევნო მატჩს „კრაზანები“ 3 აპრილს, სტუმრად, „ქუინზ პარკ რეინჯერსის“ წინააღმდეგ გამართავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბუდუს 90 წუთი - ჰაიდენჰაიმის ფრე ლევერკუზენთან
ბუდუს 90 წუთი - ჰაიდენჰაიმის ფრე ლევერკუზენთან