ჟოზე მოურინიო
Aa
Aa

„კარგად აღწერს, როგორი ადამიანები არიან“ | ჟოზემ გალათასარაი გააკრიტიკა

„ფენერბაჰჩეს“ მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ „გალათასარაი“ გააკრიტიკა. თურქეთის ჩემპიონატის 36-ე ტურში, „გალამ“ „კაისერისპორი“ 3:0 გაანადგურა და მოურინიოს გაღიზიანება შეხვედრისას განვითარებულმა მოვლენებმა განაპირობა.

„გალათასარაი“ 2:0-ს იგებდა, როდესაც პენალტის დარტყმის უფლება მიიღო. „გალას“ ფეხბურთელებმა გადაწყვიტეს, თერთმეტმეტრიანი მათ მეკარეს, ფერნანდო მუსლერას შეესრულებინა, რომელიც 14 წელიწადია „გალათასარაის“ ღირსებას იცავს. მუსლერამ პენალტი გამოიყენა და ანგარიში 3:0 გახადა.

„ჩემპიონობის აღნიშვნა ადამიანის პიროვნულ მახასიათებლებს წარმოაჩენს. ქომაგები შეიძლება, სხვადასხვანაირი იყვნენ, მაგრამ ის, რასაც კლუბი აკეთებს, მის ხასიათს წარმოაჩენს. 2:0-ზე, გალათასარაიმ პენალტის დარტყმის უფლება მეკარეს მისცა, რაც კარგად აღწერს, ამ კლუბში როგორი ადამიანები მუშაობენ“.

ცნობისთვის, თურქეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონის დასრულებამდე ორი შეხვედრაა დარჩენილი და „გალათასარაის“ 89 ქულა აქვს, „ფენერბაჰჩეს“ – 81.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ბოლო ორ ბრძოლაში მალე დაიღალა“ - ოლივეირა მახაჩევს დივიზიონის შეცვლას უწონებს
„ბოლო ორ ბრძოლაში მალე დაიღალა“ - ოლივეირა მახაჩევს დივიზიონის შეცვლას უწონებს