ალონსომ მოდრიჩისთვის კონტრაქტის გახანგრძლივება ითხოვა
ჩაბი ალონსო სურს, რომ ლუკა მოდრიჩი „რეალის“ შემადგენლობაში მომდევნო სეზონზეც იხილოს.
ჟურნალისტ მიგელ ანხელ ტორიბაოს ინფორმაციით, სამეფო გუნდის მომავალმა მთავარმა მწვრთნელმა ხელმძღვანელობას სთხოვა, რომ 39 წლის ხორვატ ნახევარცველს კონტრაქტი, რომელიც მალე იწურება, კიდევ 1 წლით გაუხანგრძლივოს.
მისივე თქმით, ალონსო მოდრიჩს მისი გამოცდილებისა და ლიდერული თვისებების გამო, გუნდში მნიშვნელოვან მოთამაშედ მიიჩნევს.
შეახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ლუკამ 34 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 3 ასისტი მიითვალა. ის „რეალში“ 2012 წლიდან თამაშობს.