ტიბო კურტუა, მადრიდის რეალი
Aa
Aa

კურტუას ბოთლი ესროლეს - დაკავებულია ოსასუნას 2 გულშემატკივარი

ლა ლიგის მიმდინარე ტურში მადრიდის რეალი ოსასუნას ესტუმრა და 1:2 დამარცხდა. მატჩის დასრულების შემდეგ, მასპინძელთა გუნდის გულშემატკივრები დააკავეს.

Diario de Navarra-ს ინფორმაციით, მატჩის შემდეგ სტადიონის კერძო დაცვა ეძებდა იმ პირს, რომელმაც მოედანზე საგანი ისროლა — ინციდენტი, რომელმაც ჩხუბი გამოიწვია და ორი ადამიანის დაკავებით დასრულდა.

სამხრეთ ტრიბუნასთან მომხდარი შემთხვევა თავად მატჩის მიმდინარეობისას დაიწყო, როცა ადგილობრივმა გულშემატკივარმა მცირე ზომის ბოთლი ესროლა კურტუას. ბელგიელმა მეკარემ ბოთლი მსაჯს გადასცა, რომელმაც დაუყოვნებლივ აცნობა „ოსასუნას“ დელეგატს, რათა სტადიონის ხმის სისტემით განცხადება გაკეთებულიყო.

საბოლოო სასტვენის შემდეგ „ოსასუნას“ კერძო დაცვის თანამშრომლები ტრიბუნაზე ავიდნენ იმ პირის დასადგენად, რომელმაც საგანი ისროლა, რასაც არეულობა მოჰყვა. სიტუაციაში ჩარევა ეროვნულ პოლიციას მოუწია, რის შედეგადაც ორი ადამიანი დააკავეს.

მომხდართან დაკავშირებით, ოსასუნამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა:

„ოსასუნა დაიწყებს შიდა გამოძიებას, რათა დაადგინოს მომხდარი ინციდენტების დეტალები. კლუბი წუხს საბოლოო სასტვენის შემდეგ სტადიონზე დაფიქსირებული კადრების, პანიკის სცენებისა და ისტერიის გამო.“

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კრიშტიანუ: “მე საუდის არაბეთს ვეკუთვნი“
კრიშტიანუ: “მე საუდის არაბეთს ვეკუთვნი“