ზურიკო დავითაშვილი
Aa
Aa

დავითაშვილი: ბედნიერი ფეხბურთელი ვარ, როცა თავისუფალი სივრცეები მაქვს

საფრანგეთის ლიგა 2-ის 24-ე ტურში სენტ-ეტიენმა შინ ლავალი 2:1 დაამარცხა. ანგარიში მესამე წუთზე ზურიკო დავითაშვილმა პენალტით გახსნა. ლიგა 2-ში 24 ტურის შემდეგ ბომბარდირთა დავაში ქართველი გარემარბი 11 გოლით მეორე ადგილზეა, ლიდერს მხოლოდ 1 გოლით ჩამორჩება.

ზურიკო დავითაშვილი: „რა თქმა უნდა, ვამაყობ ჩემპიონატში ამ ახალი გოლით. ამისთვის ბევრს ვშრომობ, მათ შორის ვარჯიშებზეც, სადაც პენალტების შესრულებაზე ვმუშაობ. ეს პოზიტიურია, იქნება ეს უშუალოდ თამაშში, გოლებით, პასებით თუ დაცვის დახმარებით, ვალდებული ვარ გუნდს სარგებელი მოვუტანო. პირადად მე, როცა თამაშში თავისუფალი სივრცეები მაქვს, ბედნიერი ფეხბურთელი ვარ, და კიდევ უფრო ბედნიერი ვარ მაშინ, როცა გუნდი იგებს. ყველაზე მთავარი სწორედ ისაა, რომ გუნდმა მატჩები მოიგოს.

ჩვენ შევასრულეთ საღამოს მისია და ჩემპიონატში სამი ქულა მოვიპოვეთ, თუმცა შინაარსობრივად, ეს მეორე ტაიმი ჩვენთვის რთული გამოდგა. მომდევნო მატჩისთვის ამაზე უნდა ვიმუშაოთ. ჩვენს ძლიერ მხარეებზე უნდა ვფოკუსირდეთ და ამ გზით გავაგრძელოთ. თუ მატჩებს მოვიგებთ, ყველაფერი კარგად იქნება.

მატჩის წინ მწვრთნელთან ვისაუბრეთ იმაზე, რომ ბურთის ფლობა და კონტროლი უნდა დაგვებრუნებინა. ეს პირველ ტაიმში გამოგვივიდა, მაგრამ მეორე ტაიმში გართულდა, განსაკუთრებით იმიტომ, რომ, ჩემი აზრით, დაღლილები ვიყავით. არ ვიცი ეს როგორ ავხსნა, ამ თემაზე ერთად მოგვიწევს საუბარი, რადგან მართალია, რომ ტემპი საგრძნობლად დავაგდეთ. ჩვენ უნდა შეგვეძლოს ჩვენი კარგი თამაშის პერიოდების 60-70 წუთამდე გახანგრძლივება.“

დავითაშვილმა ლიგა 2-ში 20 მატჩი ჩაატარა, 11 გოლი გაიტანა, 1 საგოლე პასი შეასრულა. ასევე, საფრანგეთის თასზე ნიცას გაუტანა. საერთო ჯამში ამ სეზონში მის აქტივში 12 გოლია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ფანტასტიკურად ითამაშა | უოტფორდის მწვრთნელმა გოგლიჩიძეზე ისაუბრა
ფანტასტიკურად ითამაშა | უოტფორდის მწვრთნელმა გოგლიჩიძეზე ისაუბრა