“გაუმჯობესება უნდა გავაგრძელოთ“ - ენრიკე მეცის დამარცხების შემდეგ
საფრანგეთის ლიგა 1-ის მორიგ ტურში პარი სენ ჟერმენმა მეცს უმასპინძლა და 3:0 დაამარცხა. მატჩის დასრულების შემდეგ, პარიზული გრანდის მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
ენრიკე:
„დროს თამაში მომეწონა. მან თავისი ხარისხი აჩვენა. ის ძალიან ახალგაზრდაა და განვითარების პერიოდშია. მოედანზე, რაც ვნახე, ძალიან კარგი იყო. მისი დონე საკმაოდ მაღალია.
სანამ მოედანზე გავიდოდით, ლანსთან მატჩის მომენტები ვნახეთ. ლანსი კარგ სეზონს ატარებს. ისინი მოტივაციას გვაძლევენ. რთული იქნება, გაუმჯობესება უნდა გავაგრძელოთ, რადგან ლანსი და ლიონი კარგ ფორმაში არიან.
დუეს გაყვანა? ის დაღლილი იყო და დასვენების საშუალება მივეცი. სხვა მიზეზი არ არსებობს. სეზონის გარდამტეხი პერიოდი? წინ 11 მატჩია და ყველა მნიშვნელოვანია. დემბელე? არ ვიცი მზად იქნება, თუ არა მონაკოსთვის.“
შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ დაპირისპირებაში ოთხმა ქართველმა მიიღო მონაწილეობა. ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ გიორგი წიტაიშვილი იყო. აბუაშვილი, ქვილითაია და ხვიჩა კვარაცხელია ცვლილებაზე შევიდნენ.
ცნობისთვის, პსჟ 54 ქულით პირველ პოზიციაზეა, მეცი 13 ქულით ბოლო ადგილზე იმყოფება. მომდევნო ტურში, 28 თებერვალს პსჟ ლე ავრს ესტუმრება, ხოლო პირველ მარტს მეცი ბრესტს მიიღებს.