კიმ მინ-ჯე
Aa
Aa

კიმი თანაგუნდელებს დაემშვიდობა - მანჩესტერ იუნაიტედში ტრანსფერი გადაწყვეტილია

„ნაპოლის“ სამხრეთ კორეელი მცველი, კიმ მინ-ჯეს „მანჩესტერ იუნაიტედში“ ტრანსფერი დროის ამბავია. ცნობილმა იტალიურმა სააგენტო Il Mattino-მ დღევანდელ ნომერში დაწერა, რომ სკუდეტოს წვეულების შემდეგ, კორეელი ფეხბურთელი თანაგუნდელებს დაემშვიდობა.

რა წერია სტატიაში:

ჯერ წვეულება ბოლომდეც კი არ დასრულებულა და კიმი უკვე „მანჩესტერ იუნაიტედში“ წასასვლელად ემზადება. სკუდეტოს წვეულების შემდეგ, ფეხბურთელი თანაგუნდელებს დაემშვიდობა. მისი შენარჩუნების დიდი ძალისხმევის, თანაგუნდელებთან მეგობრობისა და ნეაპოლელების სიყვარულის მიუხედავად, მისი წასვლა უკვე გადაწყვეტილია. კორეელი შვებულების შემდეგ ნეაპოლში აღარ დაბრუნდება და პირდაპირ მანჩესტერში წავა. ინგლისელები მის გამოსასყიდ თანხას - 60 მილიონ ევროს 15 ივლისამდე სრულად გადაიხდიან. კიმმა ნეაპოლში საკუთარი საცხოვრებელი სახლიც დაცალა.

შეგახსენებთ, რომ კიმ მინ-ჯე „ნაპოლიში“ 2022 წლის ზაფხულში გადავიდა და კლუბის მაისურით ყველა ტურნირზე 45 შეხვედრა ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა. 26 წლის ფეხბურთელი სერია A-ს 2022/23 წლების სეზონის საუკეთესო მცველად დასახელდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რატომ არის კვარა დამსახურებული MVP? | LIVE განხილვა
რატომ არის კვარა დამსახურებული MVP? | LIVE განხილვა