„მას ზუსტად ისეთი მწვრთნელი სჭირდებოდა, როგორიც ენრიკეა“ - რუბინის ყოფილი თავკაცი ხვიჩაზე
ყაზანის „რუბინის“ ყოფილმა მწვრთნელმა, რომან შარონოვმა რუსულ მედიასთან ინტერვიუს დროს ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ პსჟ ქართველი შემტევისთვის იდეალური ადგილია.
რას ამბობს შარონოვი:
„ხვიჩა კვარაცხელიას მსგავსი მოთამაშეებისთვის მნიშვნელოვანია მისი სტილის სპეციალისტთან მუშაობა. კვარაცხელია ისეთ მწვრთნელთან მოხვდა, რომელსაც ფეხბურთთან მიმართებით თავისი ხედვა აქვს და საკუთარი სათამაშო სტილი გააჩნია. ენრიკეს მუდმივად განვითარება უნდა და ამიტომ, პსჟ ხვიჩას პროგრესისთვის შესანიშნავი ადგილია. ხვიჩას ყველა შემტევ მოთამაშედ მიიჩნევს, მაგრამ თანამედროვე ფეხბურთში არ არსებობენ მხოლოდ შეტევითი ფუნქციის მოთამაშეები. შეხედეთ, როგორ მუშაობს ის დაცვაშიც... რუსეთის პრემიერ ლიგაში ჩატარებული ბოლო ორი სეზონისგან განსხვავებით. მისი შეტევითი ნიჭის შესახებ ყველაფერი ნათელია. პსჟ-ში მას შეტევაში სრული თავისუფლება აქვს იმ გაგებით, რომ ის და მისი თანაგუნდელები პოზიციებს ხშირად იცვლიან. აღსანიშნავია, რომ ეს გეგმურად და არა ქაოსურად ხდება“.
იანვრიდან, პსჟ-ში გადასვლის შემდეგ ხვიჩამ პარიზული გუნდის მაისურით 14 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა. ქართველმა შემტევმა პარი სენ-ჟერმენთან ერთად უკვე იზეიმა ლიგა 1-ის ჩემპიონობა და კიდევ ორი ტიტულის მოგების შანსი აქვს. 24 მაისს, პსჟ საფრანგეთის თასის ფინალში „რეიმსს“ შეხვდება, 31 მაისს კი ჩემპიონთა ლიგის ფინალში „ინტერს“ დაუპირისპირდება.