მადრიდის რეალი, კარიმ ბენზემა, ფაბრიციო რომანო
Aa
Aa

ფაბრიციო რომანო: “ბენზემა გადაწყვეტილებას რამდენიმე დღეში მიიღებს“

გუშინ გამოცემა RELOVO-მ დაწერა, რომ კარიმ ბენზემას საუდის არაბეთიდან აქვს შემოთავაზება, რაზეც ფრანგი თავდამსხმელი დაფიქრდა.

დღეს ეს ინფორმაცია ფაბრიციო რომანომ დაადასტურა, რომელმაც „იუთუბის“ საკუთარ არხზე დეტალურად ისაუბრა.

რა თქვა რომანომ?

„კარიმ ბენზემასა და მადრიდის „რეალს“ შორის ყოველთვის არსებობდა კონტრაქტის საკითხზე წინასწარი შეთანხმება. კონკრეტულად ამ შემთხვევაში, ფრანგი შემტევი „სამეფო კლუბს“ ოქროს ბურთის მიღებამდე შეუთანხმდა, რომ 2023 წელს ხელშეკრულებას 1 წლით გაახანგრძლივებდა, მაგრამ ეს ოფიციალურად არასდროს მომხდარა.

საუდის არაბეთიდან შემოთავაზებამ ყველას გეგმა შეცვალა. კარიმს წელიწადში ხელფასის სახით 100 მილიონ ევროს სთავაზობენ. ამ ფაქტმა ის დააფიქრა. ბენზემა საკუთარ მომავალზე გადაწყვეტილებას რამდენიმე დღეში მიიღებს.

ამის პარალელურად, „რეალი“ ახალი თავდამსხმელის ძიებაშია. საუბარი რობერტო ფირმინოზე მიმდინარეობს. ასევე განიხილება ხოსელუს ტრანსფერი. თავად ხოსეულმ „ესპანიოლს“ განუცხადა, რომ თუ მას „ბლანკოსი“ დაუკავშირდება აუცილებლად დათანხმდება.“

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“ბიჭი ვარჟეადან, რომელიც კედლებს ხატავდა“ - მე გაბრიელ ჟესუსი ვარ
“ბიჭი ვარჟეადან, რომელიც კედლებს ხატავდა“ - მე გაბრიელ ჟესუსი ვარ