ერიკ კანტონა
Aa
Aa

კანტონა: ფრანგულ საკლუბო ფეხბურთს ისტორია არ აქვს

ერიკ კანტონამ ფრანგული ფეხბურთის პრობლემებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საკლუბო დონეზე მის ქვეყანას ისტორია არ გააჩნია.

„ფრანგულ ფეხბურთს ისტორია არ აქვს. ეს ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც ერთი და იმავე ქალაქიდან ორ გუნდს ვერ ნახავთ.

დიახ, არიან ადამიანები, რომლებსაც უყვართ ფეხბურთი, არიან ნამდვილი გულშემატკივრები, მაგრამ ისინი არ არიან საკმარისი იმისთვის, რომ ერთ ქალაქში ორი კლუბი გვქონდეს.

და შეიძლება მე ბებერი სულელი ვარ, მაგრამ მირჩევნია იმ ფეხბურთს დავუჭირო მხარი, რომელსაც სული აქვს, რომელსაც აქვს რაღაც რაც მე მეხება და ჩემთან უფრო ახლოს არის.

რაც შეეხება პარიზს, მირჩევნია „წითელი ვარსკვლავის“ (გუნდი საფრანგეთის მე-3 დივიზიონიდან) თამაშზე სენ-უენში წავიდე, ვიდრე პსჟ-ს ვუყურო,

- განაცხადა ლეგენდარულმა კანტონამ La Parisien-თან ინტერვიუში.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ზურიკოს ბორდომ მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა | მიქაუტაძის მეცი მეორე ადგილზეა
ზურიკოს ბორდომ მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა | მიქაუტაძის მეცი მეორე ადგილზეა