მანჩესტერ სიტიმ ვირცის ტრანსფერი გადაიფიქრა
„მანჩესტერ სიტი“ ფლორიან ვირცის ტრანსფერისთვის ბრძოლას გამოეთიშა.
მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ „ქალაქელებმა“ „ლევერკუზენს“ შეთავაზება გაუკეთეს, რადგან პეპ გუარდიოლა გერმანელ ნახევარმცველში კევინ დე ბრუინის შემცვლელს ხედავს, რომელიც გუნდიდან სეზონის ბოლოს მიდის.
BBC-ის ინფორმაციით, „სიტიმ“ ვირცის გაფორმებაზე უარი მისი მაღალი ფასის გამო გადაწყვიტა. 22 წლის ფეხბურთელის ტრანსფერი კლუბის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული უნდა გამხდარიყო - ის პოტენციურად შეიძლება 300 მილიონი ევროს ღირებულების ყოფილიყო.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ვირცმა ბუნდესლიგაში 45 მატჩი ჩაატარა, 16 გოლი გაიტანა და 15 ასისტი მიითვალა. Transfermarkt-ზე მისი საბაზრო ღირებულება 140 მილიონი ევროა.