მამარდას მარტივი მატჩი - ლივერპულმა აინტრახტი გაანადგურა
„ლივერპულმა” ჩემპიონთა ლიგის ფაზის მე-3 ტურის შეხვედრაში „გლადბახი” სტუმრად 5:1 გაანადგურა და ტურნირზე მეორე გამარჯვება გაიფორმა.
გიორგი მამარდაშვილი სასტარტოში იყო და ბევრი საქმე არ ჰქონია. მამარდამ ერთი კარგი დარტყმული მოიგერია. გოლის მომენტში კი მისი დადანაშაულება რთულია, რადგან დარტყმა პრაქტიკულად იდეალური იყო.
„მერსისაიდელებმა” მიუხედავად 0:1-ისა, მატჩი მაინც მარტივად მოიგეს და „აინტრახტს” შანსი არ მისცეს. გოლების ავტორები ეკიტიკე, კონატე, ვან დაიკი, გაკპო და სობოსლაი გახდნენ.
„ლივერპულმა” ზედიზედ 4 მარცხის შემდეგ როგორც იქნა მოიგო და ხასიათი გამოიკეთა.
მომდევნო შეხვედრას არნე სლოტის გუნდი 25 ოქტომბერს სტუმრად „ბრენტფორდის” წინააღმდეგ გამართავს.
რაც შეეხება ალისონის ტრავმას, ბრაზილიელი მეკარე დაახლოებით ნოემბრის ბოლომდე მოედანს ვერ დაუბრუნდება.