არნე სლოტი
Aa
Aa

“რთული პერიოდი გამოვიარეთ“ - სლოტი აინტრახტთან მატჩის შემდეგ

ჩემპიონთა ლიგის ფაზის მესამე ტურში ლივერპული ფრანკფურტის აინტრახტს ესტუმრა და 5:1 გაანადგურა.

მატჩის დასრულების შემდეგ, მერსისაიდული გრანდის მთავარმა მწვრთნელმა არნე სლოტმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

სლოტი:

„ისაკი იმიტომ შევცვალე, რომ ტრავმის საშიშროება არსებობდა. ჰუგოს დიდი შანსი ჰქონდა და გაიტანა. ბევრჯერ მითქვამს, რომ რთულია ბალანსის პოვნა ფეხბურთელებთან, რომლებმაც სამი თვე გამოტოვეს. გამარჯვება გვჭირდებოდა, მაგრამ კიდევ უფრო მეტად ისეთი თამაში გვჭირდებოდა, რომელშიც ბევრ მომენტს შევქმნიდით. დღეს სწორედ ასე მოხდა.

დღევანდელი გამარჯვება ჩვენი ხასიათის გასაუმჯობესებლად ნამდვილად კარგი იყო. რთული პერიოდი გამოვიარეთ, მაგრამ ყველაფერს დავძლებთ. ახალ ფეხბურთელებს შედარებით მეტი დრო სჭირდებათ შესათამაშებლად.

ცნობისთვის, გიორგი მამარდაშვილმა ჩემპიონთა ლიგაზე პირველი მატჩი მოიგო, ლივერპულმა კი წარუმატებელი სერია დაასრულა.

რაც შეეხება დღევანდელ მატჩს, ქართველ მეკარეს ერთი კარგი მოგერიება ჰქონდა. სხვა მხრივ მის კართან ხიფათი არ იქმნებოდა. შემდეგ ტურში ლივერპული მადრიდის რეალს უმასპინძლებს, იქამდე კი პრემიერ ლიგაში ბრენტფორდს, კრისტალ პალასს და ასტონ ვილას დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები