ლივერპული, ლევერკუზენი, ფლორიან ვირცი
Aa
Aa

არც სიტი, არც ბაიერნი - ვირცი ლივერპულთან აწარმოებს მოლაპარაკებას

ბოლო დღეების განმავლობაში ფლორიან ვირცთან დაკავშირებით არაერთი სიახლე ვრცელდება.

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ლევერკუზენის ბაიერს ჩაბი ალონსო დატოვებს, გუნდში დარჩენა აღარც ვირცს სურს.

ფლორიანის გადაბირებით მადრიდის რეალი ინტერესდებოდა, მაგრამ გერმანელმა ტალანტმა საჯაროდ განაცხადა, რომ ყველას ოცნება ბლანკოსში თამაში არ არის და მას სხვა გუნდში სურს გადასვლა.

მაგალითად გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფლორიანი თავის მშობლებთან ერთად მანჩესტერში იმყოფებოდა და სიტის ხელმძღვანელობასთან აწარმოებდა მოლაპარაკებას. იქამდე კი საუბარი მიუნხენის ბაიერნზე მიმდინარეობდა. თითქოს ვირცის პრიორიტეტი რეკორდმაისტერი იყო.

დღეს კი აბსოლუტურად სხვა ინფორმაცია გავრცელდა. გერმანული ავტორიტეტული გამოცემა Kicker წერს, რომ ვირცი მშობლებთან ერთად ლივერპულში იმყოფება და მოლაპარაკებას მერსისაიდულ გრანდთან აწარმოებს.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რა შედეგით დასრულდება შეხვედრა, მაგრამ ერთი რამ ნათელია - დიდი ალბათობით ფლორიან ვირცი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, ლევერკუზენის ბაიერს დატოვებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ახლა რომ მუშაობდეს, ციხეში მოხვდებოდა“ | ევრამ ფერგიზე ისაუბრა
„ახლა რომ მუშაობდეს, ციხეში მოხვდებოდა“ | ევრამ ფერგიზე ისაუბრა