გიგა ჭიკაძე, მერაბ დვალიშვილი, ჰენრი სეხუდო
Aa
Aa

„რკინის ხელით დავბრუნდები“ - მერაბმა ოპერაცია გაიკეთა და სეხუდოს მიმართა

UFC-ის ქართველ მებრძოლს, მერაბ დვალიშვილს ნატკენ ხელზე ოპერაცია ჩაუტარდა. „მანქანამ“ სოციალურ ქსელებში პოსტი გამოაქვეყნა და გულშემატკივრებს აუწყა, რომ ქირურგიულმა ჩარევამ კარგად ჩაიარა. მერაბმა გიგა ჭიკაძეს მხარდაჭერისთვის და მასთან ყოფნისთვის მადლობა გადაუხადა და ჰენრი სეხუდოს მიმართა, რომელმაც რამდენიმე დღის წინ, მასთან ჩხუბის სურვილი გამოთქვა.

„სალამი ჰენრი. ალჯოსთან ჩხუბის შემდეგ გამომიწვიე და შენი გამოწვევა მივიღე, მაგრამ UFC-ს ჩემთვის კონტრაქტი ან რაიმე მსგავსი არ გამოუგზავნია. ახლა მოცდა მოგიწევს, რადგან მარჯვენა ხელზე ოპერაციას ვიკეთებ და რკინის ხელით დავბრუნდები. მოცდა მოგიწევს ჩემო მეგობარო. საავადმყოფოში ვიმყოფები და მალე შევხვდებით. ღმერთმა დაგლოცოს“, - განაცხადა დვალიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ სეხუდომ „მანქანასთან“ ჩხუბის შესახებ „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე დაწერა და განაცხადა: „ჯერ დასასრულისგან ძალიან შორს ვარ. დენა, თეფშზე მერაბ დვალიშვილის თავი მჭირდება!“ მერაბმა მას მალევე უპასუხა და ბრძოლაზე თანხმობა განაცხადა, თუმცა ოპერაციის გამო, პაუზის აღება მოუწევს და მისი დაბრუნების ზუსტი თარიღი ჯერ ცნობილი არაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სიურპრიზი მიქაუტაძეს - Culture Grenat-ის პრიზი დამ გადასცა
სიურპრიზი მიქაუტაძეს - Culture Grenat-ის პრიზი დამ გადასცა