ხვიჩა კვარაცხელია, კრისტიანო ჯუნტოლი, ფაბიო კაპელო, ვიქტორ ოსიმენი
Aa
Aa

„ოსიმენი თუ კვარა? მილანში რომ ვიყო, ვიქტორს წავიყვანდი“ - კაპელომ ნაპოლიზე ისაუბრა

„მილანის“, „იუვენტუსისა“ და „რომას“ ლეგენდარულმა მთავარმა მწვრთნელმა, ფაბიო კაპელომ ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიზე“ ისაუბრა. იტალიელმა სპეციალისტმა კლუბის სპორტული დირექტორი, კრისტიანო ჯუნტოლი შეაქო და დაასახელა ფეხბურთელი, რომელსაც „როსონერიში“ მუშაობის შემთხვევაში, გუნდში გადაიყვანდა.

„გუშინ სპალეტის ვკითხე, სეზონის დასაწყისში იცოდა თუ არა, რომ მისი გუნდი სკუდეტოს მოიგებდა და ლუჩანომ დადებითად მიპასუხა. როცა საკვანძო ფეხბურთელები მიდიან, ჩნდება მოსაზრება, რომ ყველაფერი მათზე იყო დამოკიდებული, ნაპოლის ახალმა ფეხბურთელებმა კი დაამტკიცეს, რომ ასე არ ყოფილა. კლუბის წარმატებაში სპორტულ დირექტორს უმნიშვნელოვანესი წვლილი მიუძღვის. როცა მილანში ვიყავი, ბრაიდა მყავდა, ვისიც ბოლომდე მჯეროდა და ვიცოდი, რომ საჭირო ფეხბურთელს მიპოვიდა. ვფიქრობ, ჯუნტოლი იმავეს აკეთებს და მისი წასვლა დიდი დანაკარგი იქნება.

გაუჭირდება თუ არა ნაპოლის სკუდეტოს ზედიზედ მოგება? ნეაპოლში და რომში წარმატებას 6 თვე ზეიმობენ, როცა სხვები ახალი სეზონისთვის ემზადებიან. ტურინში და მილანში სკუდეტოს იგებ და ახალი სეზონისთვის იწყებ მზადებას, ნეაპოლში და რომში კი უზარმაზარი წვეულებები და საზეიმო ცერემონიები იმართება. ოსიმენს წავიყვანდი ჩემს გუნდში თუ კვარაცხელიას? მილანში რომ ვიყო, ოსიმენს წავიყვანდი“.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლიმ“ იტალიის ჩემპიონობა ტურნირის დასრულებამდე 5 ტურით ადრე გაინაღდა და სკუდეტო 33-წლიანი პაუზის შემდეგ მოიგო. გუნდი სერია A-ში მომდევნო შეხვედრას 21 მაისს, საკუთარ მოედანზე „ინტერის“ წინააღმდეგ გამართავს. მატჩი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ალჯო: „იანის აკრძალული დარტყმა რომ არა, მერაბი ჩემპიონი გახდებოდა“
ალჯო: „იანის აკრძალული დარტყმა რომ არა, მერაბი ჩემპიონი გახდებოდა“