საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები, ხელბურთელთა ევროპის ჩემპიონატი
Aa
Aa

ევროპის ჩემპიონატზე ხელბურთელთა ნაკრების მეტოქეები ცნობილია

2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ხელბურთელთა ნაკრების მეტოქეები ცნობილია.

გუშინ, გერმანიის ქალაქ მანჰეიმში ტურნირის კენჭისყრა გაიმართა, სადაც ჩვენი გუნდის მეტოქეები და კალენდარი გაირკვა.

ტიტე კალანდაძის გუნდი E ჯგუფში იასპარეზებს, სადაც ასევე იქნებიან შვედეთის, ნიდერლანდებისა და ბოსნია-ჰერცეგოვინას ნაკრებები.

საქართველოს ნაკრები პირველ შეხვედრას 11 იანვარს, ნიდერლანდებთან გამართავს. 13 იანვარს ქართველი ხელბურთელები შვედეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდებიან, ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრას კი 15 იანვარს, ბოსნია-ჰერცეგოვინასთან გამართავენ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა ევროპირველობაზე ასპარეზობის უფლება 30 აპრილს, უნგრეთის ნაკრებთან სენსაციური გამარჯვების შედეგად მოიპოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ზედიზედ მეორედ - ტატო გრიგალაშვილი მსოფლიო ჩემპიონია!
ზედიზედ მეორედ - ტატო გრიგალაშვილი მსოფლიო ჩემპიონია!