ლიონი, დავით ნინიაშვილი, ბექა საღინაძე
Aa
Aa

საღინაძის ბრწყინვალე ლელო - ლიონმა პერპინიანი დაამარცხა

საფრანგეთის ტოპ 14-ში „ლიონმა“ „პერპინიანი“ 41:31 დაამარცხა. გამარჯვებულთა სასტარტო 15-ეულში ქართველმა მორაგბემ, ბექა საღინაძემ ითამაშა, რომელმაც 30-ე წუთზე ბრწყინვალე ლელო დადო. მისი ლელოს შემდეგ ანგარიში „ლიონის“ სასარგებლოდ 22:10 გახდა.

შეგახსენებთ, „ლიონს“ დავით ნინიაშვილი ტრავმის გამო ვერ ეხმარება.

ტოპ 14-ის მიმდინარე სეზონში „ლიონმა“ 23-დან 14 შეხვედრა მოიგო და 11 დათმო. ბექა საღინაძისა და დავით ნინიაშვილის გუნდი 60 ქულით მე-5 ადგილზეა. შემდეგ ტურში „სტად ფრანსეს“ სტუმრად შეხვდება (14 მაისი).

24 წლის ბექა საღინაძეს „ლელო სარასენსისა“ (2017-18) და „ორიაკის“ (2018-21) შემადგენლობაში უთამაშია. 2021 წლიდან „ლიონის“ მორაგბეა. ამავე წელს „ლიონს“ დავით ნინიაშვილი შეუერთდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები