შავი ლომი
Aa
Aa

ქართველების 11 ლელო - შავი ლომის გამარჯვება არგენტინელებთან

პირველმა ქართულმა სარაგბო ფრენჩაიზმა შავმა ლომმა სამხრეთამერიკულ ტურნეზე პირველი მატჩი არგენტინულ დოგოს XV-სთან გამართა და 56-ქულიანი სხვაობით მოიგო - 75:19.

შავმა ლომმა მეტოქეს 11 ლელო დაუდო. ლელო მიხეილ გაჩეჩილაძის (2), თენგიზ ზამთარაძის, ოთარ ლაშხის, თენგიზ პერანიძის, მიხეილ ბაბუნაშვილის, მირიან მოდებაძის, თორნიკე აქუბარდიას, ლაშა ხმალაძის, სოსო მათიაშვილისა და დემე თაფლაძის ანგარიშზეა.

შავი ლომი სამხრეთამერიკულ ტურნეში მომდევნო მატჩს 14 აპრილს გამართავს, მეტოქე ჩილეს სელკნემი იქნება. 21 აპრილს შავი ლომი ბუენოს აირესშუ პამპასს დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები