დავით ნინიაშვილი
Aa
Aa

ტერფის მოტეხილობა - ნინიაშვილი სამი თვე ვერ ითამაშებს

საქართველოს ნაკრებისა და ფრანგული „ლიონის“ უკანახაზელ, დავით ნინიაშვილს ტერფის მოტეხილობა დაუდგინდა.

გუშინ, ფრანგულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ 20 წლის მორაგბე ტრავმის გამო 6 კვირამდე გამოტოვებდა, თუმცა ხელახალმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ნინიაშვილს მარცხენა ფეხზე, ტერფის მოტეხილობა აქვს, რის გამოც, მას 2-3 თვე მოუწევს უქმობა.

ქართველმა მორაგბემ ტრავმა Challenge Cup-ის მერვედფინალში, „სტად ფრანსესთან“ მიიღო და მოედანი 50-ე წუთზე დატოვა. აღნიშნული მატჩი ნინიაშვილის გუნდმა 41:24 მოიგო და ტურნირის მეოთხედფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნიკა ამაშუკელი ჩემპიონთა თასის 1/4-ფინალურ ეტაპზე ცენტრალური მატჩის მთავარი მსაჯია
ნიკა ამაშუკელი ჩემპიონთა თასის 1/4-ფინალურ ეტაპზე ცენტრალური მატჩის მთავარი მსაჯია