იურგენ კლოპი, პეპ გუარდიოლა, კარლო ანჩელოტი, ჟოზე მოურინიო, დიეგო სიმეონე
Aa
Aa

ტოპ 10 - ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი

თანამედროვე ფეხბურთში მაღალანაზღაურებადი მოთამაშეების შესახებ ქომაგებმა თითქმის ყველაფერი იციან. საინტერესოა, თუ ვინ შედის ყველაზე მაღალანზღაურებად მწვრთნელთა ათეულში.

ფრანგულმა L'Equipe-მა კვლევა ჩაატარა და ელიტური კლუბების მთავარი მწვრთნელების წლიური ანაზღაურებები გამოაქვეყნა, რომელიც საინტერესოდ გამოიყურება და სიას დიეგო სიმეონე ლიდერობს.

„ატლეტიკოს“ მთავარი მწვრთნელი დიდი უპირატესობით პირველ ადგილზეა - არგენტინელი წელიწადში 34 მილიონ ევროს იღებს. აღსანიშნავია, რომ „ჩოლოს“ კარლო ანჩელოტიზე 3-ჯერ მეტი ანაზღაურება აქვს.

ტოპ 5 ლიგაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელების ათეული ასეთია:

1 - დიეგო სიმეონე (ატლეტიკო) - 34 მილიონი ევრო

2 - პეპ გუარდიოლა (მანჩესტერ სიტი) - 22,4 მილიონი

3 - იურგენ კლოპი (ლივერპული) - 17,8 მილიონი

4 - გრემ პოტერი (ჩელსი) - 13,5 მილიონი

5 - მასიმილიანო ალეგრი (იუვენტუსი) - 12,8 მილიონი

6 - თომას ტუხელი (ბაიერნი) - 12 მილიონი

7 - კარლო ანჩელოტი (მადრიდის რეალი) - 11 მილიონი

8 - სიმონე ინძაგი (ინტერი) - 10 მილიონი

9 - ჟოზე მოურინიო (რომა) - 9,2 მილიონი

10 - ჩაბი ალონსო (ბაიერი) - 5 მილიონი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კაპელო ნაპოლი VS მილანზე: „ჩემპიონთა ლიგაზე ყველაფერი იცვლება“
კაპელო ნაპოლი VS მილანზე: „ჩემპიონთა ლიგაზე ყველაფერი იცვლება“