საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები, თბილისის გრანდ სლემი
Aa
Aa

თბილისის გრანდ სლემი | ტურნირს რამდენიმე ლიდერი ჩაეხსნა

თბილისის ძიუდოისტთა გრანდ სლემისთვის, საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ცვლილებეია.

ოფიციალური ინფორმაციით, გუნდს მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, ტატო გრიგალაშვილი (-81 კგ.) და კაპიტანი, ვარლამ ლიპარტელიანი ჩაეხსნენ (-100 კგ.), მათ მაგივრად კი ლაშა გუჯეჯიანმა განაცხადში დიმიტრი გოგლიჩიძე (-81 კგ.) და გიორგი ბერიაშვილი (-100 კგ.) შეიყვანა.

ასევე, ცვლილებაა -60 კგ. და -90 კგ. წონით კატეგორიებშიც. ნიკა ხაზაურაშვილის მაგივრად, ტურნირზე საბა გრიგალაშვილი იასპარეზებს, ავთანდილ ჭრიკიშვილის ნაცვლად კი განაცხადში უშანგი მარგიანი გვხვდება.,

საქართველოს ნაკრების სრული შემადგენლობა ასეთია:

ვაჟები:

-60 კგ. - გიორგი სარდალაშვილი, ლუხუმ ჩხვიმიანი, თემურ ნოზაძე, საბა გრიგალაშვილი.

-66 კგ. - ვაჟა მარგველაშვილი, ლაშა ნადირაძე, გიორგი თუთაშვილი, იპოლიტე აქუბარდია.

-73 კგ. - ლაშა შავდათუაშვილი, გიორგი ტერაშვილი, კოტე კაპანაძე, მიხეილ ბახბახიშვილი.

-81 კგ. - ზაურ დვალაშვილი, გიორგი ჯაბნიაშვილი, ლევან გუგავა, დიმიტრი გოგლიჩიძე.

-90 კგ. - ლუკა მაისურაძე, ლაშა ბექაური, ბექა ღვინიაშვილი, ავთანდილ ჭრიკიშვილი.

-100 კგ. - ილია სულამანიძე, ერეკლე ბაზიერიშვილი, მიხეილ ჯაფარიძემ, გიორგი ბერიაშვილი.

+100 კგ. - გურამ თუშიშვილი, გელა ზაალიშვილი, საბა ინანეიშვილი, ირაკლი დემეტრაშვილი.

გოგონები:

-48 კგ. - ნატალია ყიფშიძე.

-52 კგ. - მარიამ ფოცხვერაშვილი, ელენე წიკლაური, მარი მახარაშვილი.

-57 კგ. - ნინო წიკლაური, ნინო ლოლაძე, ეთერ ლიპარტელიანი, გვანცა მჭედლიშვილი.

-63 კგ. - ეთერ ასკილაშვილი, ნინო გეთიაშვილი.

-70 კგ. - რეჯინა უტნელიშვილი.

+78 კგ. - სოფიო სომხიშვილი.

შეგახსენებთ, რომ თბილისში, ძიუდოისტთა ტრადიციული გრანდ სლემი 24-26 მარტს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ვინ იქნება ილიას მომდევნო მეტოქე | ორი ვარიანტი განიხილება
ვინ იქნება ილიას მომდევნო მეტოქე | ორი ვარიანტი განიხილება