ბერძნულ-რომაული ჭიდაობა
Aa
Aa

23-წლამდე ევროპირველობა: ქართველი მოჭიდავეების ორი მედალი

რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში მიმდინარე 23-წლამდე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონმა საქართველოს დელეგაციამ 2 ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ტურნირის ფინალში გიორგი შოთაძე (63 კგ.) და გიორგი ცოფურიშვილი (130 კგ.) გავიდნენ, თუმცა ოქროს მედლის მოპოვება ვერცერთმა შეძლო.

შოთაძე ფინალურ ორთაბრძოლაში ფინელ ტინო ტაპიო ოიალასთან დაძაბულ ბრძოლაში 4:5 დამარცხა, ცოფურაშვილმა კი უკრაინელ მიხაილო ვიშნივეცისთან გადამწყვეტი მატჩი 1:4 დათმო.

დღეს, ჩემპიონები კიდევ ხუთ წონით კატეგორიაში გამოვლინდებიან, საქართველოს სახელით კი ოქროს მედლის მოპოვებას 67 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე დიეგო ჩხიკვაძე ეცდება, რომელიც ფინალურ მატჩში თურქ მუსტაფა ილდირიმს დაუპირისპირდება.

დღესვე ბრინჯაოს მედლებისთვის იბრძოლებენ დიმიტრი ხაჩიძე (60 კგ.), გიორგი ჩხიკვაძე (72 კგ.) და საბა მამალაძე (82 კგ.).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ვთქვი, რაც გულში მქონდა“ - დვალიშვილი ინტერვიუებზე უარს ამბობს
„ვთქვი, რაც გულში მქონდა“ - დვალიშვილი ინტერვიუებზე უარს ამბობს