მერაბ დვალიშვილი, პიოტრ იანი, რომან დოლიძე
Aa
Aa

დოლიძე იანი VS დვალიშვილზე : „არ ვიცოდი ასეთი კონფლიქტი თუ ჰქონდათ“

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, რომან დოლიძემ მერაბ დვალიშვილზე და პიოტრ იანზე ისაუბრა. „კავკასიელი“ ტაილანდში, იმ სპორტდარბაზში ვარჯიშობს, სადაც იანმა მოსამზადებელი კემპი გაიარა და დოლიძე რუსულ გამოცემას, Matchtv.ru-ს გაესაუბრა.

„პიოტრის ვარჯიშებისთვის თვალი არ მიმიდევნებია. მერაბს წარმატება და გამარჯვება ვუსურვე და მიხარია, რომ მოიგო, თუმცა, არ მაქვს ის თვისებები, რომ პიოტრის გვერდით ვყოფილიყავი, მენახა, რას აკეთებდა და ეს ყველაფერი დვალიშვილისთვის მეთქვა. ჩემთვის ჩხუბი ცხოვრებაში უმთავრესი რამ არაა. არის სხვა ღირებულებები, რომლებიც ბევრად მნიშვნელოვანია.

პიოტრის ვარჯიშებს თვალს არ ვადევნებდი და მის მიმართ აგრესიული განწყობა არასდროს მქონია. არც კი ვიცოდი, რომ მას და მერაბს ასეთი კონფლიქტი ჰქონდათ და ვფიქრობ, ყველაფრის ახლიდან დაწყება არ ღირს. ვიცოდი, რომ მერაბი გამძლე მებრძოლია, მთელი ჩხუბისას პრესინგს განახორციელებდა და თეიქდაუნების შესრულებას შეეცდებოდა. დვალიშვილმა გააკეთა ის, რაც უნდა გაეკეთებინა და რასაც ვვარაუდობდი, რომ გააკეთებდა“.

შეგახსენებთ, რომ დვალიშვილს კარიერაში 20 ბრძოლა აქვს გამართული და 16-ჯერ იმარჯვა. იანის დამარცხების შემდეგ, იგი სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის რეიტინგში დაწინაურდება და მეორე ადგილზე გადაინაცვლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მკრეხელობაა“ - რას ამბობენ იტალიაში ხვიჩას მარადონასთან შედარებაზე
„მკრეხელობაა“ - რას ამბობენ იტალიაში ხვიჩას მარადონასთან შედარებაზე