გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

„უზარმაზარი პოტენციალი აქვს“ | ლივერპულის მეკარეების მწვრთნელი მამარდაშვილზე

„ლივერპულის“ მეკარეების მწვრთნელმა, ხავი ვალერომ ალისენ ბეკერსა და გიორგი მამარდაშვილზე ისაუბრა. ვალერომ ალისონს მსოფლიოს საუკეთესო მეკარე უწოდა, „მამარდა“ კი უდიდესი პოტენციალის მქონე გოლკიპერად მოიხსენია.

„ალისონი მსოფლიოს საუკეთესო მეკარეა და წლებია, უმაღლეს დონეზე ასპარეზობს. ჩვენი პასუხისმგებლობაა, კლუბში დადგენილი სტანდარტები შევინარჩუნოთ. გაგვიმართლა, რომ მსოფლიოს ნომერ პირველი მეკარე გვყავს. თავს იღბლიანად ვგრძნობ, რადგან წარსულშიც მქონია მსგავსი გამოცდილება და ყველაფერს გავაკეთებთ, რათა სტანდარტები შევინარჩუნოთ.

რაც შეეხება გიოს — მისი სახით უზარმაზარი პოტენციალის მქონე ახალგაზრდა მეკარე გვყავს. ის ევროპაში საუკეთესო ახალგაზრდა მეკარეა და ვფიქრობ, უკვე ამტკიცებს, რომ აქვს ყველა ის თვისება, რაც საჭიროა, რომ მომდევნო წლებში ტოპ დონის გოლკიპერი იყოს. მამარდაშვილი სოლიდური მეკარეა და განვითარებას განაგრძობს. ჩემი აზრით, ის საუკეთესო მეკარეა თავის ასაკში.

ვფიქრობ, ძალიან გაგვიმართლა — გვყავს მსოფლიოს საუკეთესო მეკარე და თავის ასაკში საუკეთესო გოლკიპერი. მათი გაწვრთნა პრივილეგიაა, რომელსაც დიდი პასუხისმგებლობა ახლავს. მიხარია, რომ ყოველდღიურად, ასეთი დონის მეკარეებთან ვმუშაობ და შემიძლია, მათ დავეხმარო, რომ მაღალი სტანდარტები შეინარჩუნონ. ჩემი მიზანია, იმ კითხვებზე ვუპასუხო, რომლებიც მათ პროგრესისთვის სჭირდებათ — ეს ჩემი პროფესიის ნაწილია.“

შეგახსენებთ, რომ „ლივერპული“ წინასასეზონო ტურნეში იმყოფება, სადაც „იოკოჰამა მარინოსთან“ მატჩი ელის, რის შემდეგაც ინგლისში დაბრუნდებიან. 4 აგვისტოს, „წითლები“ ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავენ და „ბილბაოს“ დაუპირისპირდებიან.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„P4P რეიტინგში პირველ ადგილს არ იმსახურებს“ | მალიხინმა თოფურიაზე ისაუბრა
„P4P რეიტინგში პირველ ადგილს არ იმსახურებს“ | მალიხინმა თოფურიაზე ისაუბრა