სპორტული დირექტორის რჩეულია | ჯანლუკა დი მარციო გოგლიჩიძეს კალიარის უკავშირებს
საბა გოგლიჩიძეზე უცხოურ პრესაში აქტიურად იწერება. „ემპოლის“ ქართველი ფეხბურთელი რამდენიმე იტალიურ კლუბს დაუკავშირეს. გუშინ „სასუოლოს“ ინტერესზე გითხარით, დღეს კი საინტერესო ინფორმაცია „კალიარიზე“ გავრცელდა.
ავტორიტეტული იტალიელი ჟურნალისტის, ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, გოგლიჩიძის ტრანსფერს „კალიარი“ სერიოზულად განიხილავს. სარდინიელებს მცველის დამატება გადაწყვეტილი აქვთ და საბას გარდა, კამილ პიატკოვსკისაც აკვირდებიან.
I dettaglihttps://t.co/fgU7Z2LrDp
— Gianluca Di Marzio (@DiMarzio) July 28, 2025
ჯერჯერობით „კალიარის“ საბოლოო არჩევანი არ გაუკეთებია, თუმცა დი მარციოს ცნობით, გოგლიჩიძე სიის სათავეშია. საბა კლუბის ახალი ტექნიკური დირექტორის, გვიდო ანგელოცის რჩეულია — სწორედ მან ურჩია გოგლიჩიძის კანდიდატურა მთავარ მწვრთნელსა და სხვა ხელმძღვანელებს.
გოგლიჩიძის თაობაზე „ემპოლის“ ოფიციალური წინადადება ჯერ არ მიუღია. ტოსკანელები საბას გასხვისებაზე თანახმა არიან, თუმცა მის სანაცვლოდ 8 მილიონი ევროს მიღება სურთ.