რუბენ ამორიმი
Aa
Aa

„რთული იყო, მაგრამ ეს უნდა გაგვეკეთებინა“ - ამორიმი სუფთა ფურცლიდან იწყებს

„მანჩესტერ იუნაიტედისთვის“ გასული სეზონი კლუბის ისტორიაში ყველაზე ცუდი იყო, რასაც სტატისტიკური მაჩვენებლებიც ამტკიცებს. მართალია „მანკუნიანელები“ ევროპა ლიგის ფინალამდე ისე მივიდნენ, რომ ერთი მატჩიც არ წაუგიათ, მაგრამ საბოლოო მიზანს ვერ მიაღწიეს და ტურნირი ვერ მოიგეს, რაც ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის საშუალებას მისცემდათ. ახალ სეზონს „იუნაიტედის“ პორტუგალიელი დამრიგებელი რუბენ ამორიმი ოპტიმისტური განწყობით ხვდება, რაც ფანებსაც აიმედებთ.

რუბენ ამორიმი

ინგლისის პრემიერ ლიგაში რა ადგილიც „მანჩესტერ იუნაიტედმა“ დაიკავა, ეს დაუშვებელი გახლდათ და აღარ უნდა მოხდეს. ფეხბურთელებს ვეუბნები, რომ ყველაფერს სუფთა ფურცლიდან ვიწყებთ, მაგრამ არც ის მსურს, რომ უკანასკნელი ექვსი თვე დაივიწყონ, რადგან დაშვებული უამრავი შეცდომისგან სათანადო დასკვნები უნდა გავაკეთოთ.

კლუბში ბევრი საკადრო ცვლილება მოხდა, რის გამოც შესაძლოა იყვნენ ადამიანები, რომელთაც ამის გამო გული დასწყდათ, მაგრამ ეს აუცილებლად უნდა გაგვეკეთებინა, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში პროგრესზე ფიქრსაც კი ვერ შევძლებდით. ჩემთვის მთავარია ინგლისის ჩემპიონატის პირველივე ტურიდან დავინახო ის გუნდი, რომელიც შეასრულებს მიზანს, რაც დასახული გვაქვს.

საინტერესოა, რომ „მანჩესტერ იუნაიტედს“ პირველივე ტურში სერიოზული გამოცდა ელის, რადგან მისი მეტოქე 17 აგვისტოს „ოლდ ტრაფორდზე“ ქვეყნის ვიცე-ჩემპიონი ლონდონის „არსენალი“ იქნება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
საიდუმლო ვარჯიშები, კამათი აბრამოვიჩთან და ქველმოქმედება - უცნობი ფაქტები ჟოზე მოურინიოზე
საიდუმლო ვარჯიშები, კამათი აბრამოვიჩთან და ქველმოქმედება - უცნობი ფაქტები ჟოზე მოურინიოზე