რიო ფერდინანდი, მარკუს რაშფორდი
Aa
Aa

ფერდინანდი: გეტყვით რაც უნდა გააკეთოს რაშფორდმა ბარსელონაში

მარკუს რაშფორდმა „ბარსელონასთან“ 1-წლიანი იჯარით შეთანხმებას მიაღწია და ჰანსი ფლიკის გუნდს შეუერთდა. კატალონიელებს 2026 წელს მისი 30 მილიონად გამოსყიდვის უფლება ექნებათ.

რაშფორდის „მანჩესტერიდან“ წასვლაზე ისაუბრა რიო ფერდინანდმა, რომელმაც „იუნაიტედის“ ქმედებებს კითხვის ნიშნები დაუსვა და აღნიშნა, რომ მარკუსმა „ბარსელონაში“ მისი თამაშით ყველაფერი უნდა გადაატრიალოს.

- რატომ უნდა დატოვოს კლუბი აკადემიის აღზრდილმა?

„რა მოხდა იმ მოთამაშესთან, რომელიც აკადემიიდან მოდის და ახლა კლუბიდან წასვლა უნდა? მე წლებია ვიცნობ რაშფორდს. ვიცი, რამდენს შრომობდა.

ალბათ, არსებობს რამე ისეთი, რაც ჩვენ არ ვიცით — ცუდი ფორმა? დაკარგული თავდაჯერება? თუ პრობლემაა კლუბის შიგნით, ხელმძღვანელობაში? ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ რაშფორდს თამაშის სურვილი დაეკარგა, მაგრამ კითხვები ნამდვილად ჩნდება“.

- რა უნდა გააკეთოს მარკუსმა ბარსელონაში, რომ კარიერა თავიდან დაიწყოს?

„რაშფორდმა უნდა შემოიტანოს რაღაც ახალი — იმაზე განსხვავებული, რასაც ამჟამინდელი ბარსელონას შემტევები აკეთებენ. ის უნდა შედიოდეს ზონებში ბურთის გარეშე, უწყვეტად ქმნიდეს საფრთხეს ზურგს უკან. აიძულოს მოწინააღმდეგე, რომ უკან დაიხიოს, როცა ის მოედანზეა.

უნდა დაარტყას — მას ხომ ფანტასტიკური დარტყმა აქვს მარჯვენა ფეხით. უნდა ირბინოს და დაარტყას. არ გახდეს მორიგი ფეხბურთელი, რომელიც ყველაფერს ზედმეტად ართულებს და დრიბლინგში იხლართება.

თამაში მარტივად უნდა წაიყვანოს: დროული პასი ლევანდოვსკის, გაჭრა ზონაში და ა.შ. ინტელექტი მას ამისთვის საკმარისზე მეტად აქვს. ვნახეთ უკვე, როგორ სცადა თამაში სამი მარტივი ასპექტით — მოძრაობა, სიჩქარე და შრომა ბურთის გარეშე.

თუ რაშფორდი ამ ყველაფერს შეძლებს, ეს ტრანსფერი ნამდვილ გამორჩეულ გარიგებად იქცევა. ძალიან მომგებიანად!“

- განაცხადა რიო ფერდინანდმა თავის YouTube-არხზე.

მსგავსი სიახლეები