რეალსა და სხვა გუნდებს სურთ, რომ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი 2 წელიწადში ერთხელ გაიმართოს
Aa
Aa

რეალსა და სხვა გუნდებს სურთ, რომ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი 2 წელიწადში ერთხელ გაიმართოს

„რეალი“ და სხვა გუნდები მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის 2 წელიწადში ერთხელ ჩატარების მომხრეები არიან. 

როგორც ESPN-ი წერს, ტურნირის უფრო ხშირად ჩატარებას მხარს უჭერენ მთელი რიგი ევროპული და სამხრეთ ამერიკული კლუბები, რომლებიც შემოსავლის გაზრდით არიან დაინტერესებულები. 

რეფორმის ოფიციალური მოთხოვნა ჯერ არ დაფიქსირებულა, თუმცა რამდენიმე ტოპ კლუბის ხელმძღვანელებმა ეს შესაძლებლოა ფიფას წარმომადგენლებთან უკვე განიხილეს.

გამოცემის ცნობით, თავად ფიფა საკლუბო ჩემპიონატის შედეგებით კმაყოფილია, თუმცა ამ მომენტისთვის ტურნირის უფრო ხშირად ჩატარების იდეას განუხორციელებლად მიჩნევს.

ტურნირში მონაწილე კლუბებს შორის 1 მილიარდი დოლარი განაწილდა და ფიფა მიიჩნევს, რომ ამ ოდენობის თანხის მობილიზება 2 წელიწადში ერთხელ შეუძლებელია.

გარდა ამისა, ფიფა ფიქრობს, რომ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ჩატარება გამოიწვევს კონფლიქტს უეფასთან, რაც არ შეესაბამება ორგანიზაციის ინტერესებს. 

ამჟამად, ფიფა ემზადება იმისთვის, რომ მომდევნო საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი 2029 წელს გაიმართოს. ტურნირის მასპინძლობის ერთ-ერთ პოტენციურ პრეტენდენტად კატარი განიხილება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ლივერპულმა მეორე ტესტ-მატჩი გამართა - მამარდა ისევ სასტარტოში იყო
ლივერპულმა მეორე ტესტ-მატჩი გამართა - მამარდა ისევ სასტარტოში იყო