მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი | რომელმა კლუბმა რა თანხა გამოიმუშავა
Aa
Aa

მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი | რომელმა კლუბმა რა თანხა გამოიმუშავა

მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი „ჩელსის“ ტრიუმფით დასრულდა. „არისტოკრატები“ ფინალში „პარი სენ-ჟერმენს“ დაუპირისპირდნენ, მეტოქე 3:0 გაანადგურეს და ტურნირის 1-მილიარდიანი საპრიზო ფონდიდან ყველაზე დიდი თანხა მიიღეს.

„ჩელსიმ“ 114.6 მილიონი აშშ დოლარი გამოიმუშავა, „პარი სენ-ჟერმენმა“ – 106.9. მესამე ადგილზე „რეალი“ იმყოფება, რომელმაც 82.5 მილიონი აშშ დოლარი მიიღო. მეორე ნახევარფინალისტი, „ფლუმინენსე“ მეოთხე პოზიციაზეა - 60.8 მილიონი.

ბრაზილიურ კლუბს „ბაიერნი“ და „დორტმუნდი“ მოჰყვებიან. „რეკორდმაისტერმა“ 58.2 მილიონი აშშ დოლარი მიიღო, „შავ-ყვითლებმა“ – 52.3. „მანჩესტერ სიტი“ მეშვიდეზეა და „ქალაქელებს“ 51.7 მილიონი ერგოთ, „პალმეირასს“ – 39.8, „ინტერს“ – 36.8.

რაც შეეხებათ სხვა კლუბებს, მათი შემოსავალი ასეთია:

ალ-ჰილალი - 34.2 მილიონი აშშ დოლარი

ბენფიკა - 32.2 მილიონი აშშ დოლარი

ფლამენგო - 27.7 მილიონი აშშ დოლარი

ბოტაფოგო - 26.7 მილიონი აშშ დოლარი

იუვენტუსი - 26.6 მილიონი აშშ დოლარი

პორტუ - 24 მილიონი აშშ დოლარი

ატლეტიკო - 21.4 მილიონი აშშ დოლარი

ინტერ მაიამი - 21.1 მილიონი აშშ დოლარი

მონტერეი - 21.1 მილიონი აშშ დოლარი

რივერ პლეიტი - 18.2 მილიონი აშშ დოლარი

ბოკა ხუნიორსი - 17.2 მილიონი აშშ დოლარი

ზალცბურგი - 15.8 მილიონი აშშ დოლარი

მამელოდი სანდაუნსი - 12.6 მილიონი აშშ დოლარი

ალ-აჰლი - 11.6 მილიონი აშშ დოლარი

ალ-აინი - 11.6 მილიონი აშშ დოლარი

ესპერანსი - 11.6 მილიონი აშშ დოლარი

ლოს ანჯელესი - 10.6 მილიონი აშშ დოლარი

პაჩუკა - 9.6 მილიონი აშშ დოლარი

სიეტლ საუნდერსი - 9.6 მილიონი აშშ დოლარი

ულსანი - 9.6 მილიონი აშშ დოლარი

ურავა რედსი - 9.6 მილიონი აშშ დოლარი

ვიდადი - 9.6 მილიონი აშშ დოლარი

ოკლენდ სიტი - 4.6 მილიონი აშშ დოლარი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მთავარი სირთულეები ახლა იწყება“ - მარკინიოსმა მარცხი შეაფასა
„მთავარი სირთულეები ახლა იწყება“ - მარკინიოსმა მარცხი შეაფასა