„მთავარი სირთულეები ახლა იწყება“ - მარკინიოსმა მარცხი შეაფასა
„პარი სენ-ჟერმენს“ კარგი შანსი ჰქონდა წლევანდელი სეზონი ხუთი ტიტულით დაესრულებინა, მაგრამ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალში ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული უბრალოდ საკუთარ თავს არ ჰგავდა, მოწინააღმდეგემ ყველა კომპონენტში დაჩაგრა და ლუის ენრიკემ სამწვრთნელო კარიერაში პირველი ფინალი წააგო. შეხვედრის დამთავრების შემდეგ, პსჟ-ის მხრიდან კომენტარის გაკეთება კლუბის კაპიტანს მოუწია და მარკინიოსმაც თავის მართლების ნაცვლად, სიტუაცია რეალურად შეაფასა და დაშვებული შეცდომები აღიარა.
მარკინიოსი
ჩელსის ფეხბურთელებმა კარგად იმუშავეს, ჩვენი სისუსტეები შეისწავლეს და ტაქტიკური თვალსაზრისით პირველ ტაიმში საგრძნობლად გვაჯობეს, რის გამოც გონზე მოსასვლელად დიდი დრო დაგვჭირდა. ვფიქრობ, რომ მთავარი სირთულეები ახლა გვეწყება, რადგან ყველა გუნდი შეგვისწავლის და ასევე შეეცდება პსჟ-ის წინააღმდეგ ასპარეზობას. ჩვენ ძალიან ეფექტურები ვიყავით ჩემპიონთა ლიგის ფინალში „ინტერთან“ და ამ ტურნირზე „რეალთან“ და „ბაიერნთან“, თუმცა იგივეს გაკეთება „ჩელსისთან“ არ გამოგვივიდა.
ცნობისათვის, ზუსტად ერთ თვეში „პარი სენ ჟერმენს“ პრემიერლიგისა და ლონდონის კიდევ ერთ წარმომადგენელთან მოუწევს დაპირისპირება - 13 აგვისტოს, უდინეში, „სტადიო ფრიულიზე“ ევროპის სუპერთასის შეხვედრაში „სენ ჟერმენის“ მეტოქე ევროპა ლიგის ჩემპიონი „ტოტენჰემი“ იქნება.