ენცო მარესკა
Aa
Aa

მარესკა: „მატჩი პირველ ათ წუთში მოვიგეთ“

საფეხბურთო გულშემატკივართა უმეტესობა მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალში ფავორიტად „პარი სენ-ჟერმენს“ მიიჩნევდა, მაგრამ ლონდონის „ჩელსიმ“ ქომაგებს ნამდვილი სიურპრიზი შესთავაზა და მეტოქე ყველა კომპონენტში დაჯაბნა. მსაჯის საფინალო სასტვენის შემდეგ,  დუბლისა და ერთი ასისტის ავტორ კოულ პალმერზე საუბრობდნენ, თუმცა ფაქტია, რომ წარმატების მთავარი შემოქმედი „არისტოკრატების“ იტალიელი თავკაცი ენცო მარესკა გახლდათ, რომელმაც ასეთი კომენტარი გააკეთა:

„უბრალოდ სიტყვები არ მყოფნის იმ ქებისა და კომპლიმენტების სათქმელად, რომელიც ჩემი შეგირდების მისამართით დამიგროვდა. ვფიქრობ, რომ თამაში საწყის 10 წუთში მოვიგეთ, როდესაც ტემპს მოვუმატეთ და ამით პარიზელები დავაბნიეთ. სამწუხაროდ, ისეთი სიცხე იყო რომ 90 წუთი ასე ასპარეზობა უბრალოდ შეუძლებელია. მოხარული ვარ კოულ პალმერის გამო, რომელსაც შევძელით და ისეთი პოზიცია გამოვუძებნეთ, რომ შესატევად კარგი სივრცეები ჰქონოდა. „ჩელსის“ წინ დიდი მომავალი აქვს, თუმცა ემოციურად ისე გადავიღალე მგონი გამარჯვებაზე უფრო მეტად ის სამკვირიანი დასვენება მახარებს, რომელიც წინ გველოდება.

ცნობისათვის, ენცო მარესკამ „ჩელსის“ სადებიუტო სეზონშივე ორი ტურნირი მოაგებინა - მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე გამარჯვებამდე, „არისტოკრატები“ კონფერენს ლიგაზე გაჩემპიონდნენ.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
პალმერის შოუ, განადგურებული პსჟ და განრისხებული ენრიკე - ჩელსი საკლუბო მსოფლიოს ჩემპიონია
პალმერის შოუ, განადგურებული პსჟ და განრისხებული ენრიკე - ჩელსი საკლუბო მსოფლიოს ჩემპიონია